თორნიკე ჭეიშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: თავად ცდილობენ ასეთი ტიპის კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას მაშინ, როდესაც საქართველო მათი მხრიდანაც კრიტიკის ქარცეცხლში იყო მოქცეული

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებების გამო საქართველო კრიტიკის ქარცეცხლში იყო გახვეული.

„თავად ცდილობენ ასეთი ტიპის კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას მაშინ, როდესაც საქართველო მათი მხრიდანაც კრიტიკის ქარცეცხლში იყო მოქცეული იმის გამო, რომ ანალოგიური შინაარსის საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ეს წარმოაჩენს, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან და იმას, რომ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათი აზრით, საქართველო არის მეორეხარისხოვანი სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს იმის უფლება და პრეროგატივა, რომ შექმნას სათანადო სამართლებრივი გარანტიები სუვერენიტეტის დასაცავად. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის, ქართველი ერისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777701622

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 მაისს საქართველოში

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მო...

ამინდი

1777668926

მსოფლიო

თეთრმა სახლმა კონგრესს წერილობით აცნობა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები „დასრულდა“ - Associated Press

„თეთრმა სახლმა კონგრესს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები „დასრულდა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება...

თეთრმა სახლმა

1777668194

მსოფლიო

რატომ არ ჩადიან კიევში ტრამპის წარმომადგენლები? - უკრაინული მედია მიზეზებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ირანზე არის გადართული

„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ვიზიტს არ ჩქარობენ, რადგან ვაშინგტონში არ სჯერათ სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის შესაძლებლობის“, - ამის შესა...

 ვოლოდიმირ ზელენსკი

1777666220

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: „ალიანსის“ წევრებმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ ფიზიკურად დაარბიეს ტელეკომპანია „იმედი“ და შემდეგ სრულად გაანადგურეს მედიაპლურალიზმი საქართველოში

„ალიანსის“ წევრებმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ ფიზიკურად დაარბიეს ტელეკომპანია ,,იმედი“ და შემდეგ სრულად გაანადგურეს მედიაპლურალიზმი საქართველოში, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრ...

თორნიკე ფაღავა

1777665710

ახალი ამბები

საპატრიარქო: ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა - ცდილობენ, წყენა და დაპირისპირება დათესონ

„ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა“, - ამის შესახებ განცხადებას საქარ...

დდ