"გალაღებული ცხოვრება არასდროს მქონია, მაგრამ მე ვარ კაცი, რომელსაც გათენება მიხარია" - ანსამბლი "ერისიონი" ჯემალ ჭკუასელზე ემოციურ წერილს ავრცელებს
ქორეოგრაფ ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო ანსამბლი "ერისიონი" ვრცელ განცხადებას აქვეყნებს:
"ჯემალ ჭკუასელი! ....
იგი მთელ მსოფლიოში უდიდეს შემოქმედებით ანსამბლად აღიარებულ „ერისიონს“ უკავშირდება.
ყველა გზა, დიდიც და პატარაც ბავშვობით იწყება.
ამ ბავშვობას კი თავად ჯემალ ჭკუასელი საკმაოდ თბილად და ლამაზად იხსენებდა.
1935 წლის 18 მაისს სოფელ წითელმთაში (შემოქმედის თემი) ღამის სიმყუდროვე თოფის გრიალმა დაარღვია. „ბიჭია, ბიჭია!“ - დაედევნა გასროლის ექოს მამაკაცის ხავერდოვანი, ძლიერი ხმა.
ამ ალიაქოთის მიზეზი კი გახლდით მე, „მამის იმედი, დედის ბედნიერება“, თქვენი მონა-მორჩილი, რომელზეც ცოტა მოგვიანებით მამამ, შერმანდი ჭკუასელმა, გაიხუმრა - ნამეტანი აბდლურად გავისროლე თოფი ჰაერში.
სიმართლე თუ გინდა, მაი თოფი აგერ ა, საფეთქელში უნდა მესროლაო. - იგონებს ჯემალ ჭკუსელი.
ხუმრობა იქით იყოს და სწორედ ბატონი შერმანდის დამსახურებაა, რომ მან თავისი ვაჟი სისხლხორცეულად აზიარა განუმეორებელი, უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და საერთოდ, ფოლკლორის დიდ სიყვარულს.
ჯემალ ჭკუასელის ბავშვობის წლებმა მშობლიური სოფლის წარუშლელ სილამაზეში, ქართული სიმღერის უსაზღვრო სიყვარულში, მშობლების და კუთხე-მეზობლების სიყვარულში ჩაიარა.
იმ დროს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გამორჩეულად კარგი ანსამბლი არსებობდა, რომელსაც ლოტბარი გოგი გუგუშვილი ხელმძრვანელობდა.
ანსამბლის სიყვარულით მოხიბლულმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და ჯემალი 1962 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტად ჩაირიცხა.
მერე ინსტიტუტში ჩამოყალიბებულმა მოყვარულ მსახიობთა დასმა გაიტაცა.
პირველად „მაია წყნეთელში“ ითამაშა.
მერე მისმა „ბეჟანამ“ ნამდვილი სენსაცია გამოიწვია თეატრალურ საზოგადოებაში.
ურჩევდნენ კიდეც ამ გზას გაჰყოლოდა, მაგრამ გენი მაინც გენია... ისევ საყვარელ ანსამბლს მიაშურა.
1976 წელს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (დღევანდელი „ერისიონი“) კონკურსი გამოცხადდა, სადაც ბატონმა ჯემალმა მისი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მიიღო მონაწილეობა.
მერე იყო ქუთაისი... 1979 წელს ჯემალ ჭკუასელი მის მიერ დაარსებული, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.
7 წლის დაუზოგავი შრომით მან მოახერხა, რომ ანსამბლი მაღალ შემოქმედებით დონეზე აეყვანა. სწორედ ქუთაისში გამოავლინა ბატონმა ჯემალმა უდიდესი პროფესიონალიზმი და საქმის მიმართ ერთგულება.
პირველი კონცერტი 1982 წლის 4 მარტს, მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართა.
მთელმა ქუთაისმა იზეიმა იმ დღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაბადება.
ანსამბლმა თბილისში სტუმრობაც არ დააყოვნა და 10 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა.
1986 წელს კი იმდროინდელი კულტურის მინისტრის - ვალერი ასათიანის ბრძანებით ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.
1990 წლის 31 მაისს კი დიდ ანსამბლს აკადემიურის წოდება მიენიჭა.
არ იქნება გადაჭარბებული თუ ვითყვით, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა.
1999 წელს კი ბატონ ლევან ღვინჯილიას რჩევით ანსამბლს ეწოდა „ერისიონი“, რომელიც სულხან-საბას განმარტებით, „ცისიერს, მთის თავს ზეითს“ ნიშნავს.
2010 წელს „ერისიონს“ თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონეცრტო დარბაზის წინ დამსახურებული ღვაწლისთვის ვარსკვლავი გაუხსნეს.
თავად ჯემალ ჭკუასელი კი ამბობდა: „გალაღებული ცხოვრება არასდროს მქონია, მაგრამ მე ვარ კაცი, რომელსაც გათენება მიხარია, ვინაიდან ყოველდღე დიდებული სანახაობით ვტკბები“.
საქართველოს სახალხო არტისტი არაერთი ჯილდოსა და სტატუსის მფლობელი გახდა.
1. საქართველოს სახალხო არტისტი
2. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
3. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი
4. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
5. ღირსების ორდენის კავალერი
6. პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერი
7. ხელოვნების ქურუმი
8. ვარსკვლავოსანი
9. ღვაწლმოსილი ლოტბარი
10. ხელოვანთა ოქროს ფონდის კულტურის რაინდის წოდება
11. თბილისის საპატიო მოქალაქე
12. უნივერსიტეტის (სდასუ) საპატიო დოქტორის წოდება
13. დიდუბის საპატიო მოქალაქე
14. ოზურგეთის საპატიო მოქალაქე
15. შემოქმედის საპატიო მოქალაქე
16. ეამაყება თბილისს
17. ჯემალ ჭკუასელს და ანსამბლ „ერისიონს“ მიენიჭა – ქართული ფოლკლორის, ქართული საგანძურის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის – შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნესს რეიტინგების კავშირის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო.
პანაშვიდები: შაბათი და კვირა 17:00 საათიდან
"ერისიონში" მის: რუსთველის 16
დაკრძალვის შესახებ ყველა დეტალს შეგატყობინებთ მოგვიანებით", - აღნიშნულია "ერისიონის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები:
1789908418
ახალი ამბებილაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცე...
1789906160
ახალი ამბებითბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება
„მობილობის ევროპულ კვირეულს“ დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია, უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სხვადასხვა აქტივობა ჩაატარა. ინფორმაციას თბილ...
1789904706
ახალი ამბებიგიორგი ფხაკაძე ოპოზიციას: ხალხს ეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ჩავიდა საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები, რა დონეზე ხართ ჩამოსულები, არავინ თქვა, რომ საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც კი ხდება ბავშვების ინფიცირება
რაც მოხდა საბავშვო ბაღებში, მოკლედ, პანიკები, წივილი, კივილი. პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები გამოვარდნენ. ყველაზე მეტად სასაცილო არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დაანგრიეს და პირდაპირი მნიშვ...
1789902711
ახალი ამბებისაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი: ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი აცხადებს, რომ ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და მოქალაქეებს ცენტრთან დაკავშირება შეუფერხებლად შეუძლიათ. „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტ...
1789900007
ახალი ამბებიუმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება აბიტურიენტები საკუთარ შედეგებს შ...































