გენერალური პროკურორობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე პროკურატურის საგამოძიებოს ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე ისაუბრა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.
„სპეციალური სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაულების, ფულის გათეთრების, სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს შორის გამოვყოფდი: სტუქტურულ ოპტიმიზაციას, გამომძიებელთა თემატურ გადამზადებას, დანაშაულებრივი ქონების მოძიების და ამოღების მექანიზმების გააქტიურებას და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას“ - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.
გიორგი გვარაკიძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების პროკურატურისთვის გადაცემის მიმდინარე რეფორმასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ფორმატით დანაშაულზე რეაგირება ბევრად უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის გამოძიებას, ხოლო პროკურატურას მისცემს შესაძლებლობას მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსით დაიკმაყოფილოს კადრების ოპტიმიზაციის საჭიროება.
როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა განაცხადა, შიდასტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, პროკურატურის ქვემდებარე დანაშაულის გამოვლენისა და ინფორმაციის სწრაფი გაცვლის პრაქტიკის დანერგვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მაკონტროლებელ და სარევიზიო დანაყოფებთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საექსპერტო დაწესებულებებთან.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.
1750760644
საზოგადოებაპრემიერი: ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო, მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს ჩატარებული, ძალიან წარმატებული სპეციალური ოპერაციისთვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ ხელისუფლე...
1750760511
ახალი ამბებილევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს
ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
1750759661
ახალი ამბებიეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ახალი მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ლევან დავითაშვილი, რ...
1750757720
საზოგადოებაკახა კალაძე: უნდა გვქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებს და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები
თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, რათა დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს საქართველოს ინტერესები. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართვ...
1750757077
საზოგადოებამოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ
პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური ოდენობა, - ინფორმაციას...