ღირსების ორდენოსანის შუქრი საბიაშვილის სახელობის აუდიტორია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო  სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე პროფესორ შუქრი საბიაშვილის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

„დღეს უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელმაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღმშენებლობის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. ბატონმა შუქრიმ აღზარდა დარგის არაერთი წარმატებული სპეციალისტი. ადამიანები, რომლებიც საავტომობილო მიმართულებას ემსახურებოდნენ და ემსახურებიან. ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს დარგის განვითარებაში.  სახელმწიფომ ბატონი შუქრის ღვაწლი სათანადოდ დააფასა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შუქრი საბიაშვილი 1998 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.“- აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კედლებში გავატარე ჩემი შეგნებული ცხოვრების გარკვეული პერიოდი და მიხარია, რომ დღეს უნივერსიტეტი ახალ რელსებზეა გადართული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საბიაშვილების ოჯახი და ამ დღისთვის, ბატონი შუქრი საბიაშვილის ღვაწლის დაფასებისთვის დიდი მადლობა ბატონ დავით გურგენიძეს. მინდა ერთმანეთი დავაფასოთ, დავაფასოთ ადამიანები ვინც დღეს ქმნის ტექნიკურ უნივერსიტეტს და ვინც გუშინ საფუძველი ჩაუყარა დიდ საინჟინრო სკოლას. დავაფასოთ ის შრომა, რომელსაც ახალი მენეჯმენტი უნივერსიტეტისა და საქართველოსთვის აკეთებს.“ – განაცხადა კახა შენგელიამ.

„დღევანდელი დღე ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, აქ შეკრებილ ადამიანთაგან უმეტესობამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემ ცხოვრებაზე, არჩევანზე. მადლობა მათ ამისთვის. ყველაზე ბედნიერი დღეს აქ მყოფთაგან დედაა, რომელიც ყველაზე დიდი განცდით ელოდა შუქრი საბიაშვილის სახელობის აუდიტორიის გახსნას“, – განაცხადა  შუქრი საბიაშვილის შვილმა, კონსტანტინე საბიაშვილმა.

1978  წელს ავტომექანიკური ფაკულტეტის ბაზაზე, პროფესორ შუქრი საბაშვილის ინიციატივით საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, რომლის დეკანიც თავად იყო. საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტის დეკანის რანგში პროფესორი შუქრი საბიაშვილის ხელმძღვანელობით საავტომობილო დარგის ყველა მიმართულებით მრავალი კვალიფიციური კადრი აღიზარდა.

1990 წელს კი საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტისა და სატრანსპორტო ფაკულტეტის ბაზაზე სატრანსპორტო ინსტიტუტი დაარსდა,  რომლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში  იყო პროფესორი შუქრი საბიაშვილი. მისი ხელმძღვანელობით განახლდა სასწავლო პროგრამები. 1995 წლიდან სატრანსპორტო ინსტიტუტს სატრანსპორტო ფაკულტეტი ეწოდა. ფაკულტეტის  დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში  2006 წლამდე იყო პროფესორი შუქრი  საბიაშვილი. 2006 წელს, სატრანსპორტო ფაკულტეტისა და მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაზაზე სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაარსდა, სადაც პროფესორმა შუქრი  საბიაშვილმა მოღვაწეობა პროფესორის რანგში გააგრძელა.

წყარო: 

ასევე საინტერესოა:

🔵  ევაკუაციის დროს, რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

🔵 „ჯოჯოხეთი გამოიარა მაგრამ მაინც მედგრად დგას“ - რას წერს ვანო ნადირაძე უკრაინაში მებრძოლ ქართველი გოგოზე?

🔵 „ნახევარი ფეხი დავკარგე, მეორის ტერფი, ცალი თვალიც დაკარგულია“ - Fox News-ის რეპორტიორი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768483699

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი

„საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გ...

 ირაკლი კობახიძე

1768483486

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო - განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, - ამის შესახებ...

ირაკლი კობახიძე

1768483433

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირ...

ირაკლი კობახიძე

1768483120

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე - მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ „ბიბისი“ აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას

„ქართული ოცნება“ ინტერესებს ყველა დონეზე დაიცავს „ბიბისის“ მიერ არაზუსტი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმ...

არჩილ გორდულაძე

1768482523

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6961 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი