გიორგი ჩაკვეტაძე: ფაქტია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ჩამოყალიბებული თაღლითია - მის მიერ უკანონოდ მითვისებული თანხები ქვეყნის მტრობას ხმარდებოდა

ფაქტია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ჩამოყალიბებული, ჩვეულებრივი თაღლითია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, ბაჩიაშვილის მიერ უკანონოდ მითვისებული თანხები სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენებოდა.
„ამ განცხადებაში ყველაზე საინტერესო არის ის, თუ რას ხმარდებოდა თანხები, რომელიც მან უკანონოდ მიითვისა; ეს ხმარდებოდა ქვეყნის წინააღმდეგ მტრობას, ხმარდებოდა იმას, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, სხვადასხვა კამპანია, რისი დაფინანსების საშუალებაც მას მიეცა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ჩაიდინა დანაშაული. ჩვენ დაველოდებით რა თქმა უნდა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა რაც იკვეთება ფაქტია, რომ ჩამოყალიბებული, ჩვეულებრივი თაღლითია გიორგი ბაჩიაშვილი“, - აცხადებს ჩაკვეტაძე.
შეკვეთილი სტატია და დეზინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თემო წიქვაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისთვისაა გასამართლებული, მართული მედიის დახმარებით ცდილობს ობიექტური სურათის დამახინჯებას.
1758003388
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ The New York Times-ის წინააღმდეგ, რომელსაც ის „რადიკალური მემარცხენეების რუპორად“ მოიხსენიებს, 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ცილისწამების გამო გამოცემა The New York Times-ის წინააღმდეგ 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა. “დღეს წილად მხვდა დიდი...
1758002758
მსოფლიოჯეი დი ვენსი: არ არსებობს ერთიანობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვებს მათი მშობლების პოლიტიკური შეხედულებების გამო უყვირიან, არ არსებობს ერთიანობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას აღნიშნავენ
არ არსებობს ერთიანობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვებს მათი მშობლების პოლიტიკური შეხედულებების გამო უყვირიან. არ არსებობს ერთიანობა იმ ადამიანთან, ვინც იტყუება, თუ რა თქვა ჩარლი კირკმა, რათა ამით მი...
1758001224
საზოგადოებათბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას გამართავს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას გამართავს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიე...
1757969283
მსოფლიოჯეი დი ვენსი მოქალაქეებს მოუწოდებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ, უფროსთან ამხილონ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ ვენსი მოქალაქეებს მოუწოდებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ, უფროსთან ამხილონ, - ამის შესახებ ჯ.დ ვენსმა „ჩარლი კირკის შოუს“ წაყვანისას განაცხადა....
1757967275
ახალი ამბებიგია ვოლსკი: არავითარი დანდობა არც ყოფილი გუნდის წევრის, არც ახლანდელი წევრის მიმართ არ უნდა იყოს, ვინც იმ პრინციპს გადაუხვევს, რასაც ეროვნული ინტერესი ჰქვია
„არავითარი დანდობა არც ყოფილი გუნდის წევრის, არც ახლანდელი წევრის მიმართ არ უნდა იყოს, ვინც იმ პრინციპს გადაუხვევს, რასაც ეროვნული ინტერესი ჰქვია, მათ შორის, ერთ-ერთი დამანგრეველი არის კორუფცია“, - ამ...