ინგა ფხალაძე: ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს საკვანძო ადგილი შავი ზღვის აუზში „მწვანე“ წყალბადის ტრანსპორტირებისა და ვაჭრობისთვის

„საქართველოს გამორჩეული გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა მას ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ენერგეტიკულ დერეფნად აქცევს. ჩვენ „მწვანე“ წყალბადს განვიხილავთ, როგორც საკვანძო შესაძლებლობას აღნიშნული როლის გასამყარებლად, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოს „მწვანე“ წყალბადის საგზაო რუკა და სამოქმედო გეგმა. შეხვედრა, ჰიბრიდულ რეჟიმში, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით გაიმართა.
„ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს საკვანძო ადგილი შავი ზღვის აუზში „მწვანე“ წყალბადის ტრანსპორტირებისა და ვაჭრობისთვის. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად შევიტანოთ წვლილი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის წყალბადის პლატფორმის ჩამოყალიბებაში, ჩვენს მეზობლებთან და ევროკავშირთან პარტნიორობით“, - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
შეხვედრაზე სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიტა არაბიძემ წარადგინა „მწვანე“ წყალბადის საგზაო რუკის პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა „მწვანე“ წყალბადის წარმოების განვითარებას, ინფრასტრუქტურის შექმნას ტრანზიტისა და საექსპორტო მარშრუტებისათვის, ასევე ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებით.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ადნან თარინი. სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, აგრეთვე ენერგეტიკული კომპანიების, აზიის განვითარების ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა.
1757942010
საზოგადოებასაზმაუს ბორდის წევრი: 4-ში ვუყენებთ ულტიმატუმს, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ე.წ. მთავრობის გადადგომა, ჩატარებული „არჩევნების“ არალეგიტიმურად ცნობა. თუ არ შეასრულებენ, ხალხი, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა ფიზიკურად უჭირს, გადადის ზურგში
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, 4 ოქტომბერს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის ულტიმატუმს, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი განცხადებით,...
1757941521
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7002 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1757940404
ახალი ამბებიკახა კალაძე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე: ეს ადამიანები არავის აინტერესებს, ამიტომ ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „ერთი რამ ცხადია, ეს ადამიანები არავის აინტერესებ...
1757938754
საზოგადოებაქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას. სწორედ ამ კონტექსტში, 13 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა...
1757936391
საზოგადოებადავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე გან...