გიორგი გაბუნია: ჩვენი მიზანია, რადიკალური ძალა დასრულდეს ქართულ პოლიტიკაში

„ჩვენი მიზანია, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირებაც, რომ რადიკალური ძალა, ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს,“ - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ სივრცეში ჯანსაღი პოლიტიკური ჯგუფები არსებობდეს.

„გადაწყვეტილების მიღება მათი ნებაა. სამართლებრივ პროცესს ხელს ვერაფერი შეუშლის. საკონსტიტუციო სასამართლო წარმართავს პროცესს ისე, როგორც ეს არის დადგენილი ქართული კანონმდებლობით.

საპარლამენტო საქმიანობაში არც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, არცერთ ლეგალურ პოლიტიკურ პროცესში ჩართულები არ იყვნენ. ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია, არ აქვთ არანაირი კავშირი საზოგადოებასთან.

პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, რევოლუცია, სამოქალაქო არეულობა, შეტევა პარლამენტზე, შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე, სისხლი, ცეცხლი - აი ეს არის ერთადერთი მიზანი მათი, რომელიც იყო დღის წესრიგში.

ჩვენი მიზანია, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირებაც, რომ რადიკალური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები, რომლებიც ძალიან კოორდინირებულად და სინქრონულად მოქმედებდნენ გარე დავალების შესრულების პროცესში, უნდა დასრულდეს ქართულ პოლიტიკაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვჭირდება ოპონირება და ამისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი პოლიტიკური ძალები“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792048546

საზოგადოება

„12 საფლავი გაქურდა, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა“ - ზესტაფონში საფლავების გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბ...

ლითონი ლითონი

1792048494

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძის ხელმძღვანელობით, ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ინფორმაციას შ...

შინაგან საქმეთა სამინისტრ

1792047535

საზოგადოება

საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.️ „ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის...

სურსათი სურსათი

1792046996

ახალი ამბები

„მოტყუებით დაეუფლა 136 000-მდე ლარს“ - პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენო...

დაკავება

1792046154

მსოფლიო

ილონ მასკი: დროა, ზელენსკი წავიდეს

ამერიკელმა მილიარდერმა, კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დროა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წავიდეს. „და ხოცვა-ჟლეტა გრძელდება... დროა,...

ილონ მასკი