პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს გაეცნო, როგორც ერთ-ერთი კომპანიის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში და მას გათბობის სისტემების შეძენაზე, ასევე მონტაჟის მომსახურებაზე შეუთანხმდა, დაზარალებულს კომპანიის ანგარიშზე 136 000 ლარი ჩაარიცხვინა, რაც სრულად მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792048494

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძის ხელმძღვანელობით, ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ინფორმაციას შ...

შინაგან საქმეთა სამინისტრ

1792047535

საზოგადოება

საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.️ „ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის...

სურსათი სურსათი

1792046996

ახალი ამბები

„მოტყუებით დაეუფლა 136 000-მდე ლარს“ - პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენო...

დაკავება

1792046154

მსოფლიო

ილონ მასკი: დროა, ზელენსკი წავიდეს

ამერიკელმა მილიარდერმა, კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დროა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წავიდეს. „და ხოცვა-ჟლეტა გრძელდება... დროა,...

ილონ მასკი

1792044907

საზოგადოება

ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ჯილდო გადაეცემა

23-24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალი - „ოქროს გლობუსი - აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება“ . ორდღიანი გალა-ღონისძიება მიეძღვნ...

ლევან კოღუაშვილ