გიორგი გრძელიშვილი: საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული რადიკალი მომიტინგე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს ქართველ ხალხზე, რაც წარმოუდგენელია

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვასთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა, რომ „ხშირ შემთხვევაში გზის გადაკეტვა ხდება ისე, რომ ამის არც ფიზიკური, არც იურიდიული საფუძველი არ არსებობს“.

გიორგი გრძელიშვილის განცხადებითვე, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ვეღარ გაგრძელდება მსგავსი მცდელობა, რადგან იურიდიულ ნორმებშიც არ ჯდება, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაკეტოს რუსთაველი. მისივე თქმით, ამ ყველაფერს შესაბამისი ორგანოები აუცილებლად მიხედავენ.

„საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული რადიკალი მომიტინგე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს ქართველ ხალხზე. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში გზის გადაკეტვა ხდება ისე, რომ ამის არც ფიზიკური, არც იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ვგულისხმობ ხალხის რაოდენობას. ვხედავთ იმას, რომ ეს ადამიანები მიზნად ისახავენ, თუნდაც, რამდენიმე საათით ქუჩის გადაკეტვას და ამას მცირე გამარჯვებად თვლიან. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ეს ასე ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ იურიდიულ ნორმებშიც არ ჯდება, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაკეტოს რუსთაველი, თუმცა ამას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად მიხედავენ“, - განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760102170

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7125 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი

1760101562

ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე თითქმის...

ბაჩო ახალაიას მეუღლე,

1760100956

საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 10 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩა N75-ის მიმდებარედ, ჯირჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილ...

წყალი შეწყდება

1760099662

საზოგადოება

კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირით...

კულტურის კომიტეტ

1760098463

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წა...

გენ პროკურატურა