გიორგი გვარაკიძე: გამოვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომ ბავშვის, განსაკუთრებით მსხვერპლის უფლებების დაცვის მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს კანონმდებლობა

გამოვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომ ბავშვის, განსაკუთრებით მსხვერპლის უფლებების დაცვის მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და შეიქმნას მეორეული ვიქტიმიზაციის მინიმალიზაციისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა, - განაცხადა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე მონიტორინგის განხორციელების პარალელურად, გაძლიერდეს ზედამხედველობის მექანიზმი.

„ვფიქრობ, ამ კუთხით გასატარებელია შიდა სტრუქტურული რეფორმა და ჩამოსაყალიბებელია სპეციალიზებული დანაყოფები, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სათანადო კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე პროკურორებით, რომლებიც ექსკლუზიურად უხელმძღვანელებენ აღნიშნულ საქმეებს. ეს ასევე შესაძლებლობაა კიდევ უფრო გავზარდოთ მოწყვლადი კატეგორიის პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ეფექტიანობა. ამავდროულად, სპეციალიზებულ პროკურორებს უნდა შევუქმნათ განვითარებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის განგრძობადი განათლების სისტემა“, - განაცხადა გიორგი გვარკიძემ.

მისივე თქმით, ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაზარდა ცალკეულ დანაშაულთა მიმართ ბავშვების მოწყვლადობა.

„საგრძნობლად მომატებულია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით შანტაჟის, პროსტიტუციასა და შრომით ტრეფიკინგში ჩართვის საფრთხეები და ზოგადად, ამ კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებული ნეგატიური გავლენები, რაც ხშირ შეთხვევაში მსხვერპლ ბავშვებს უბიძგებს როგორც საკუთარი, ასევე, სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისკენ. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და უფლებების დაცვის შესაძლებლობებზე ბავშვების დროული ინფორმირება“, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გვარაკიძის მოსმენა მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია