გიორგი სოსიაშვილი: სურსათზე ფასების კლების ინიციატივას კრიტიკით უპასუხეს ადამიანებმა, რომლებიც თავის დროზე წინასაარჩევნოდ დააფრიალებდნენ ფასების მონაცემებს, რომ არჩევნებზე მოსახლეობის გული მოეგოთ
„ამ ინიციატივას კრიტიკით უპასუხეს ადამიანებმა, რომლებიც თავის დროზე წინასაარჩევნოდ დააფრიალებდნენ ფასების მონაცემებს, რომ არჩევნებზე მოსახლეობის გული მოეგოთ“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა სურსათზე ფასების კლებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, პრემიერის ინიციატივას ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებიც წლების წინ საკუთარი თანამემამულეების ხარჯზე გამდიდრდნენ.
„საუბარი მაქვს ამ „ნაცბანდის“ წარმომადგენლებზე და კრიტიკას ვისმენთ იმ ადამიანებისგან, ვინც წლების განმავლობაში ათი ათასობით ქართველი გააუბედურა, სახლებიდან გამოყარა, ბინები გაუყიდა და ამ გაღატაკებული თანამემამულეების ხარჯზე აიწყვეს ცხოვრება, მოითბეს ხელი და გამდიდრდნენ. დღეს ესენი ეწინააღმდეგებიან, პრემიერის პოლიტიკა ფასების კლებაზე მიუღებელია მათთვის“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, - აღნიშნავს პრემიერი.
1766931095
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი: იმედია, „ბაბლი“ კარგად დაინახავს ჟორჟოლიანის სახეს, რომელიც „ბაბლის“ „ღირსებაზე“ მეტად საკუთარი შვილის სამსახურებრივ კეთილდღეობაზე ზრუნავს - გეგუჩაძე წლებია მუშაობს კოკა-კოლაში მაღალ პოზიციებზე
სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მადლობის გადახდის გამო, ოპოზიციონერ აქტივისტებში არსებულ დაპირისპირებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება....
1766930309
საზოგადოებამეუფე ანტონი „ტვ პირველს“ ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს
ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) „ტვ პირველს“ ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. იგი „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ინტერევიუდან კონკრეტული სიტყვები ამოუჭრეს და განსხვავებულ კონ...
1766928393
ახალი ამბებისუსის მიერ გამოაშკარავებულ თაღლითობის ფაქტებზე დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
სუსის მიერ გამოაშკარავებულ თაღლითობის ფაქტებზე დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ, სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქმე ეხება, კასპში საქონლის ხორცის ვარგისიანობის...
1766925623
საზოგადოებაოპოზიციის აქტივისტი მეყანწიშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანისთვის ჩემი 1 300 ლარიანი სამსახური „მეამაში“ გახდა ეჭვების საბაბი, მე რომ ვირივით ვშრომობ, ჩემი გაშავების ფაბულად აქციეს!
„ჟორჟოლიანისთვის ჩემი 1300 ლარიანი სამსახური მეამაში გახდა ჩემი გაქოცების ეჭვების გაჩენის საბაბი. ასევე, დამიწესა მორალური ბარიერი და აკრძალვები სოც. ქსელში, რომელიც გამოიყურება ასე: მე თუ მეამაში ვმუ...
1766924971
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სამწუხაროდ, არ ჩქარობს
ფლორიდაში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამდე მუქარის შემცველი მორიგი განცხადება გაავრცელა ვლადიმირ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტო აცხადებს, რომ თუ კიევი საქმის მშვიდობიანი გზით დასრულებას არ ისურვებს, რუს...


























