მეუფე ანტონი „ტვ პირველს“ ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) „ტვ პირველს“ ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. იგი „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ინტერევიუდან კონკრეტული სიტყვები ამოუჭრეს და განსხვავებულ კონტექსტში წარმოაჩინეს.

მისი თქმით, სახელმწიფოსთან გამიზნულად დააპირისპირეს.

„ტვ პირველს“ ვთხოვე, მაგალითი მოვუყვანე, რომ არ ამომიჭრათ - „მე ამას რომ ვამბობ, არ ამომიჭრათ“. პოლიტიკური შეფასებებიდან თავი შორს მიჭირავს, არ ვაკეთებ! მაინც მიმართეს! სულ ვეცადე, რომ პოლიტიკურ ჭრილში არ გადასულიყო ეს ჩემი ინტერვიუ. პირიქით, მაინც ისე გადამიყვანეს, რომ ლამის სახელმწიფოს დამაპირისპირეს.

სულ ვცდილობ, რომ პოლიტიკისგან თავი შორს დავიჭირო. ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია - სახელმწიფო აკეთებს თავის საქმეს და ჩვენ ჩაურევლობის შეთანხმება გვაქვს. ვინც როგორ აზროვნებს, თავის თავს ისე წარმოაჩენს.

მთხოვეს, პიროვნების დახასიათება. მე დავახასიათე ჩემი აზრით, როდესაც ის სამსახურში იყო - რომელ ნაწილსაც მე ვიცნობ, იმ ნაწილში დავახასიათე. მათ [„ტვ პირველმა“] შეფასებებით, ფრაზებით სახელმწიფოსთან დამაპირისპირეს. ჩემთან მოსვლა უკვე იყო პროვოკაცია, ვინ მკითხავს მე! ახლა ვაცნობიერებ, რომ უკვე იყო ჩადებული პროვოკაცია“, - განაცხადა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766921790

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ახალაიას აღიარებაზე: რა დამოკიდებულებაც აქვთ თავისი ქვეყნისადმი, ის დამოკიდებულება აქვთ თავისი თანამებრძოლისადმი. ოღონდ თვითონ იყვნენ კეთილდღეობის უმაღლეს წერტილზე და თავისიანებსაც არ დაინდობენ

„ეს ამ ადამიანების ჩვეული სტილია. არ გეგონოთ, რომ მეგობრობა და ძმობა აქვთ ერთმანეთთან, თუნდაც, პოლიტიკური“, - ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირვ...

თენგიზ შარმანაშვილი

1766919500

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 13:57 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1766917806

საზოგადოება

ქეთევან ტურიაშვილი: შერმადინს პრემიერისადმი ნათქვამი გულწრფელი მადლობა არ აპატიეთ და ყველამ ერთიანი ფრონტით გადაუარეთ, იგივე გაუკეთეთ ქართველ ფეხბურთელებსაც, მაგრამ, ჭყონიას გადაეფარეთ დამცველებად

„აი, აკაცუკებო, ვინ ხართ სინამდვილეში! შერმადინს, ჩვენს ლეგენდა კალათბურთელს პრემიერისადმი ნათქვამი გულწრფელი მადლობა არ აპატიეთ და ყველამ ერთიანი ფრონტით გადაუარეთ. იგივე გაუკეთეთ ქართველ ფეხბურთელებ...

ქეთევან ტურიაშვილი

1766916114

მსოფლიო

მსახიობი ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ნოემბერში ვრცელდებოდა ცნობები ბარდოს ჰოსპიტალიზაციის შესახებ. მ...

ბრიჯიტ ბარდო

1766911913

ახალი ამბები

ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიან...

ახალქალაქი-კარწახი