ირაკლი კირცხალია ბაჩო ახალაიას დაკავებაზე: იმ შედეგით, რომელიც გამოძიებამ დადო, დადასტურდა ერთი მთავარი ფაქტი - რეალურად ვინ იდგა ამ გადატრიალების სცენარის მიღმა
„ამ გამოძიებით და იმ შედეგით, რომელიც გამოძიებამ დადო, დადასტურდა ერთი მთავარი ფაქტი, რეალურად ვინ იდგა ამ გადატრიალების სცენარის მიღმა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბაჩო ახალაიას დაკავებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, როდესაც გამოძიებაში წუთების და წამების სიზუსტით ადგენ ქრონოლოგიას, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების დიდი წარმატება.
„როდესაც წუთების და წამების სიზუსტით ადგენ იმ ქრონოლოგიას და აკეთებ ასეთ გამოძიებას, რა თქმა უნდა ეს არის დიდი წარმატება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ყველა იმ სტრუქტურის, ვინც თანამშრომლობდა სუსთან“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავა.
1766945042
საზოგადოებაპრემიერი: ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ დაადასტურა, რასაც ვამბობდით - რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა
„ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი...
1766944934
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე
„ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებუ...
1766941966
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გაცხადებული მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ასეთი დამოკიდებულება და მდგომარეობა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს
კულმინაცია იყო, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური პრესსპიკერი გამოვიდა 4 ოქტომბრამდე ცოტა ხნით ადრე და მხარდაჭერა გამოუცხადა იმ აქციას, რომლის ოფიციალური სახელწოდება იყო „მშვიდობიანი დამხობა“, ანუ დამხო...
1766940821
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები კარგად ხედავენ, რომ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თემის გამოყენებით შეუძლებელია ხელისუფლების ცვლილება გარედან, არ ვფიქრობ, რომ მათი პოზიციები ძლიერია - ამით რევოლუციას ვერ მოაწყობენ
ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველო...
1766940568
საზოგადოებაპრემიერი „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია „იგლ ჰილსის“, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს...


























