ვლადიმერ პუტინი: ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სამწუხაროდ, არ ჩქარობს
ფლორიდაში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამდე მუქარის შემცველი მორიგი განცხადება გაავრცელა ვლადიმირ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტო აცხადებს, რომ თუ კიევი საქმის მშვიდობიანი გზით დასრულებას არ ისურვებს, რუსეთი ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის. პუტინი ამტკიცებს, რომ კიევის რეჟიმის მეთაურები არ ჩქარობენ კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით გადაწყვეტას.
„ვხედავთ, რომ დასავლეთშიც გამოჩნდნენ ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც კიევს ურჩევენ, კონფლიქტის დასრულებისთვის ღირსეულ პირობებს დაეთანხმოს და კარგ საბაზისო პირობებს სთავაზობენ გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ასევე, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების და უკრაინის ეკონომიკური აღდგენისთვის. მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სამწუხაროდ, არ ჩქარობს“, - განაცხადა პუტინმა.
დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე იმსჯელებენ. აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ფლორიდაში გაიმართება.
1766917806
საზოგადოებაქეთევან ტურიაშვილი: შერმადინს პრემიერისადმი ნათქვამი გულწრფელი მადლობა არ აპატიეთ და ყველამ ერთიანი ფრონტით გადაუარეთ, იგივე გაუკეთეთ ქართველ ფეხბურთელებსაც, მაგრამ, ჭყონიას გადაეფარეთ დამცველებად
„აი, აკაცუკებო, ვინ ხართ სინამდვილეში! შერმადინს, ჩვენს ლეგენდა კალათბურთელს პრემიერისადმი ნათქვამი გულწრფელი მადლობა არ აპატიეთ და ყველამ ერთიანი ფრონტით გადაუარეთ. იგივე გაუკეთეთ ქართველ ფეხბურთელებ...
1766916114
მსოფლიომსახიობი ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა
ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ნოემბერში ვრცელდებოდა ცნობები ბარდოს ჰოსპიტალიზაციის შესახებ. მ...
1766911913
ახალი ამბებიახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიან...
1766909058
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: კითხვა ისაა, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი
„უკრაინისთვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები ტრამპზეა დამოკიდებული“, - განაცხადა შეერთებული შტატებისკენ მიმავალმა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითმფრინავის ბორტზე ისიც აღნიშნა, რომ იუ...
1766907052
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი ახალაიაზე: ეს ადამიანი პირდაპირ იყო ჩართული რევოლუციის მცდელობაში. როდესაც დაინახა, რომ გამოძიებას ვეღარ გაუსხლტებოდა, ამ პროცესიდან თავის დაძვრენა სცადა
„წუთების და წამების სიზუსტით ჩატარდა საგამოძიებო პროცესი და ხელის გულზე დაიდო, თუ რა სახის რევოლუციური გეგმის განხორციელების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, ეს ადამიანი პირდაპირ იყო ჩართული ამ რე...


























