გიორგი ვოლსკი: აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს
აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად, ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ.
მან ზოგადად მიმოიხილა ის პროცესები, რომელიც 2022 წლიდან საქართველოსთან მიმართებით ვითარდება.
„კიდევ უფრო კონკრეტული გახდა ის, რაზეც ადრე ვსაუბრობდით - გერმანიის კანცლერის მხრიდან, სახელისუფლებო რგოლების მხრიდან არაერთხელ იყო გაცხადებული, რომ მათი დაპირისპირება რუსეთთან გარდაუვალია, თუმცა სხვანაირად ფიქრობს ის ოპოზიცია, რომელიც უკვე მათზე პოპულარულია. გერმანიისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში განვითარდეს დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც მათ რუსეთის შემაკავებელ ფაქტორად წარმოუდგენიათ. რადგან არ ემორჩილები - შესაბამის პასუხს გაძლევენ. ეს იმ სცენარის ერთ-ერთი მონაკვეთია, რომელიც 2022 წლიდან შემოგვთავაზა ბრიუსელმა - ანუ არ დგები ცალ ფეხზე? ზუსტად იმას მიიღებ, რასაც ახლა ვხედავთ. ავიღოთ კაია კალასის, მარტა კოსის, კუბილუისის განცხადება, „ბიბისის“ თემა; აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად, ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს არაევროპული და პრორუსული ხელისუფლება უწოდოს.
ვეუბნებით, რომ თანხა შემოიტანეთ რამდენჯერმე და ეს თანხა ვიხილეთ რუსთაველზე. ერთი კაცი დაისაჯა და ისიც სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს წვავდა. ეს მოხდა და მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ მომავალში თქვენი თანხა როცა შემოვა, თქვით, რისთვის შემოგაქვთ. მაყურებელს უნდა შევახსენოთ: შალვა პაპუაშვილთან იყვნენ მსხვილი დამფინანსებლები და თქვეს, რად გინდათ ამ კანონის მიღება - რატომ გავიწვიეთ პირველად ის კანონი გახსოვთ და ოპოზიციაში დაიწყეს, აი, შეეშინდათ, უკან გაიწვიეს... მაგრამ, რომ შევამჩნიეთ, რომ არათუ იკლო, არამედ იმატა ინტენსივობამ შავი ფულის შემოტანის, სხვადასხვა აქტივობის დაფინანსების, მაშინ მივიღეთ კანონი, ისეთი, როგორც არაერთ დასავლურ ქვეყანაშია მიღებული. გადახედეთ კვლევებს, სტატისტიკებს და დაინახავთ, რომ იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს ევროპის შემადგენლობაში, ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ პროევროპულობის თვალსაზრისით. როცა შენ ეს ფაქტი გაქვს და ამის საპირისპირო განცხადება გაქვს მარტა კოსის, ან თუნდა გერმანიის კანცლერის, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ბუდობს სხვა გეგმა, კონსპირაცია, რომელიც იმ სცენარის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს მარიონეტული გაერთიანება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
1781362508
ახალი ამბებისტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთავ...
1781359489
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს
ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...
1781356869
სპორტიაშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმამერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ისპრეზიდენტ, დანა უაითთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განს...
1781354620
მსოფლიოირანის მოკლულ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ
ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მანამდე, 4 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყება. ხუთი დღის განმავლობაში ირანის მოსახლეობ...
1781353075
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია
გუშინ მოდელირებული ქრონიკის შემოქმედებმა წარსულის მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს, უკვე დასჯილი პოლიციელები კი საზოგადოებას დაუმალეს. წინასწარ მომზადებული ნაც-ბაბლი ააქოთქოთეს და, როგორც...





























