მარიამ ქვრივიშვილი: გვჭირდება მეტი გენერაცია, ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები

„ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, რეფორმები გრძელდება სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში და საკადრო და შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაციით დაზოგილი რესურსი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მას ყველაზე მეტი ფასი აქვს - ინფრასტრუქტურაში, განვითარებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მეტ გენერაციასთან ერთად საჭიროა მეტი ინვესტიცია და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

„ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია. გვჭირდება ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები. თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება თქვენნაირი ადამიანები - პროფესიონალები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისტემის სტაბილურ მუშაობას, რომლის უკანაც დგას ყოველდღიური რთული, პასუხისმგებლიანი და შეუმჩნეველი შრომა.დღევანდელი მსოფლიო სულ უფრო მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ვისაც ენერგია აქვს, შესაძლებლობა აქვს. ვისაც ენერგეტიკული უსაფრთხოება აქვს, მას მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებაც აქვს. ამიტომ ძლიერი ენერგეტიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ნიშნავს ეკონომიკას, რომელსაც შეუძლია განვითარება. ნიშნავს საქართველოს, რომელსაც აქვს არა მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოება, არამედ რეგიონში საკუთარი სტრატეგიული როლი.

ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ და ამ საქმეში თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი გამოცდილება და თქვენი პასუხისმგებლობა შეუცვლელია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789631815

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი, ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში

რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, წინასწარი პროგნოზით წელს რეკორდული მოსავალი იქნ...

ირაკლი კობახიძე

1789631186

ახალი ამბები

პრემიერი: არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს

არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხა...

ირაკლი კობახიძე

1789630819

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე, მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს

ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა. ამბიციური გეგმის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამი...

 ირაკლი კობახიძე

1789628663

ახალი ამბები

თენგო თევზაძე: ოპოზიციური ალიანსი რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არ არსებობს

„ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური“, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ გენერალურმა მდივანმა თენგო თევზაძემ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. თევზაძე საუბრ...

თენგო თევზაძე

1789628153

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამ...

ტელეფონი