გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: დაპირისპირება სახეზეა, ჩვენ ვხედავთ არათუ დაშლას, არამედ შეტაკებას

„ნიკა გვარამია გამოცდილი პროპაგანდისტია, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ პოზიტიური, პირიქით, საკმაოდ დიდი გამოცდილებით როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის, ასევე იმ პროპაგანდისტული სივრცის შექმნაში, რომელიც ამ ისტერიკას თესავდა, როდესაც კონკრეტულ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე შეტაკება არის, თუმცა დაშლა – არა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ ახლანდელი წევრები ერთი იდეის გარშემო არიან გაერთიანებული.

„რასაკვირველია, დაპირისპირება სახეზეა. ჩვენ ვხედავთ არათუ დაშლას, არამედ შეტაკებას. ამას დაშლას ვერანაირად ვერ დავარქმევ, რადგან იდეა აერთიანებთ და ამ იდეის გარშემო გვარამიაც, სააკაშვილიც, წითლიძეც, ხებეიშვილიც და ნებისმიერი სხვა ადამიანიც ერთადაა. ერთმანეთს ხან შეეკამათებიან, ხან მოეფერებიან და ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობის“ ამ ფრთასთან თუ მეორე ფრთასთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს. არც შავი ფული აქვს 40 მილიონი, რომ ამ მავნებელთა სასარგებლოდ დაარიგოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა: „ნიკა გვარამიამ კაპიტალიზება მოახდინა მიშას რესურსზე, თუ ვინმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ეგ იყო, როცა „მთავარის“ დირექტორი იყო, ბევრ რაღაცაზეა პასუხისმგებელი“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788690643

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს

 ნიკა გვარამიას განცხადება, რომლითაც ის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ნინო წილოსანს დაემუქრა, შეფასებების თემაა „ქართულ ოცნებაში“. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გვარამიას და „ნაც...

გია, გიორგი ვოლსი

1788685310

ახალი ამბები

გორში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა

 გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მოზარდი დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანს...

ლენტი ლენტი

1788685192

საზოგადოება

ანა წითლიძე: გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე, აბსოლუტურად ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები - ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ეგ იყო

 „[ნიკა გვარამია] იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე. ყველანაირად საერთოდ, აბსოლუტურად ყველანაირად“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ ან...

ანა წითლიძე

1788683805

საზოგადოება

საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა: ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ

 საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა: ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხე...

სქრინი სქრინი

1788680783

მსოფლიო

საბერძნეთში ავიაშოუს მიმდინარეობისას სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი

საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. ინციდენტი ათენის სიახლოვეს, ტანაგრას ბაზაზე მოხდა, სადაც ავიაშოუ იმართებოდა. ღონისძიებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

თვითმფრინავი