გიული ავალიშვილი: ჩემი ძმა ისეთ მდგომარეობაში იყო, მისი გადარჩენა არ შეიძლებოდა. როცა მითხრეს, არ არის პატიმარი ადგილზეო აღმოჩნდა, რომ ჩემი ძმა მორგში იყო. რომ აუყვანიათ, პატიმრები გაკვირვებულები ყოფილან, შენ ისევ ცოცხალი ხარო?

ჩემი ძმა ისეთ მდგომარეობამდე იყო მისული, რომ მისი გადარჩენა არ შეიძლებოდა. 2011 წლის 24 ნოემბერს ისეთი ავადმყოფი იყო, რომ პირდაპირ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის დამ გიული ავალიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ავალიშვილი მორგში ყოფნის პერიოდზე მისი ძმის მონათხრობს იხსენებს.

„ორი დღე ჰყავდათ იქ, ჩაუტარეს მკურნალობა, გამოკვლევები. არაფრის მჯეროდა, ვითხოვდი საბუთებს. კი მაძლევდნენ ქაღალდებს, მაგრამ მაშინ დავრწმუნდი, რომ იქ არაფერი სიმართლე არ ეწერა. მერე ისევ დააბრუნეს სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ ამ პერიოდში მოხდა ძალიან დიდი რამ ჩემი ძმის თავს. როცა გამოვიყვანეთ თქვა, ბევრი მაქვს მოსაყოლიო და მხოლოდ ეს მოასწრო რომ მოეყოლა. 30 დეკემბერს მივიტანე ტანსაცმელი. კი შეაგზავნეს, მაგრამ გავიხედე და ისევ უკან გამომიგზავნეს, არ არის პატიმარი ადგილზეო. ვინც ტანსაცმელს იბარებდა ვეკითხები, რომ რას ნიშნავს პატიმარი ადგილზე არ არის. გამოვედი, ვტირი და რა გავაკეთო არ ვიცი, ვის მივმართო, არავინ პასუხის გამცემი არ არის. რა მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავი, წამოვედი და დაველოდე მოვლენებს. არ ვიცი რა იქნებოდა და რას ველოდებოდი ისიც არ ვიცოდი. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ იმ დროს ჩემი ძმა მორგში იყო. როცა მომიყვა, მერე დავაკავშირე ეს ამბები ერთმანეთთან. მორგში ჩამიყვანეს და რამდენ ხანს ვიყავი იქ არ ვიციო. მერე ვიღაც შემოვიდა და სინათლე აანთოო. სინათლე რომ აინთო მე შევიშმუშნეო და ვუთხარი როდემდე უნდა ვიყო აქო. ამის შემდეგ ამოუყვანიათ მთლად შიშველი. ესეც დადასტურდა, მივხვდი იმიტომ, რომ როცა ჩემს ნაყიდ ტანსაცმელს ვაგზავნიდი, უკან ხომ ის უნდა გამოეგზავნა და შემდეგ რომ მივედი, სულ სხვა ტანსაცმელი გამომიგზავნა. რომ აუყვანიათ პატიმრები გაკვირვებულები ყოფილან, შენ ისევ ცოცხალი ხარო? და პატიმრებს მიუციათ ეს ტანსაცმელი. ამის შემდეგ შეუცვალეს საკანი. რომ მივედი სხვა საკანში დამხვდა“, - განაცხადა გიული ავალიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია