გივი მიქანაძე: განათლების რეფორმის პარალელურად, მისი სამართლებრივი გაძლიერების თვალსაზრისით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს
სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადებაზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს, რადგან დღეს სწორედ ეს შვიდი კანონი არეგულირებს განათლების ყველა საფეხურის სამართლებრივ ჩარჩოს, ასევე, მეცნიერებას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ვინაიდან ხშირად საჭიროა მოქმედ კანონებში ცვლილებების შეტანა, სამთავრობო დონეზე გადაწყდა ერთიანი, კოდიფიცირებული, ახალი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი იქნება.
„რაც დრო გადის, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ის საკითხები, რაც განათლების სისტემის რეფორმასთან არის დაკავშირებული. უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოება მუდმივად იყოს ინფორმირებული. ორივე მიმართულებით, როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების მიმართულებით ის კონცეფციები, რომლებიც ჯერ საზოგადოებას წარედგინა, ხოლო შემდგომში საკმაოდ აქტიური განხილვის საგანი იყო, საბოლოოდ მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. შესაბამისად, ის სავალდებულოდ შესასრულებელ დოკუმენტად გახდა და ჩვენი სამინისტროსთვის მთავარ მიზნად განისაზღვრა.
ამავდროულად, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სწორედ ამ რეფორმის კონცეფციის უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს სამინისტროში ძალიან აქტიურად მუშაობა განათლებისა და მეცნიერების ახალი კანონპროექტის მომზადებაზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს, რადგან სწორედ ეს შვიდი მოქმედი კანონი დღეს არეგულირებს განათლების ყველა საფეხურის სამართლებრივ ჩარჩოს, ასევე, მეცნიერებას.
რადგანაც ხშირად გვიწევს მოქმედ კანონებში ცვლილებების შეტანა, მივიღეთ გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზე, რომ შეგვემუშავებინა ერთიანი, კოდიფიცირებული, ახალი დოკუმენტი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.
იმედი გვაქვს, შემოდგომისთვის ის მრავალი ჯგუფი - ქვეჯგუფები შექმნილია სხვადასხვა მიმართულებაზე, ყველა სექტორის წარმომადგენელი და ექსპერტია ჩართული ამ პროცესში - დაასრულებს მუშაობას და უკვე სამთავრობო ინიციატივით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რეფორმის პარალელურად, მისი სამართლებრივი გაძლიერების თვალსაზრისით, ეს კანონპროექტი პარლამენტს შემდგომი განხილვისა და დამტკიცებისთვის წარვუდგინოთ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
1782840411
ახალი ამბებიკასპში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა
კასპში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას მეთორმეტე კლასის მოსწავლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. როგორც საკალათბურთო კლუბი „კასპის გრიფინი“ წე...
1782838766
საზოგადოებასარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა შეაფასა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა. აღნიშნულ რეიტინგს განაპირ...
1782836526
მსოფლიოპოლონეთის პრეზიდენტი: უკრაინა სულ უფრო ხშირად სცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების საზღვრებს
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გააკრიტიკა მისდამი ოპოზიციურად განწყობილი პოლონელი პოლიტიკოსები და ამავდროულად ბრალდებები წაუყენა უკრაინას, რომ ის სულ უფრო ხშირად „სცდება კეთილმეზობლური ურთიერთ...
1782835233
საზოგადოებაზაქარია წიკლაური: ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია. ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები შედეგს ვერ მოიტანს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლეს...
1782833516
მსოფლიოირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევის ნებისმიერ ფაქტს „გადამწყვეტად“ უპასუხებს
ირანი უპასუხებს აშშ-ის მხრიდან ურთიერთგაგების მემორანდუმის ნებისმიერ დარღვევას, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი იმ ფონზე, როდესაც ორივე მხარის დელეგაციებს კატარში არაპირდაპირ...



























