გივი მიქანაძე: მინდა, თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვო წარმატება და სრული პასუხისმგებლობით დავპირდე, რომ მათ ექნებათ თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობა

მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, რომ აბიტურიენტებს ექნებათ თავიანთი ცოდნის რეალიზების შესაძლებლობა, ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რათა მშვიდ, მყუდრო გარემოში შეასრულონ ამოცანები, რომლებიც საგამოცდო კომპონენტით არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

გივი მიქანაძემ თითოეულ აბიტურიენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა.

„ორ დღეში იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ტრადიციულად, პირველი გამოცდა 2 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება.

43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა წელს საერთო ეროვნულ გამოცდებზე, მინდა, თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო და სრული პასუხისმგებლობით დავპირდე, რომ მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, რომ მათ ექნებათ თავიანთი ცოდნის, შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობა, ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ, რათა მშვიდ, მყუდრო გარემოში შეასრულონ ის დავალებები და ამოცანები, რომლებიც კონკრეტული ტესტებით და საგამოცდო კომპონენტით არის გათვალისწინებული.

დარწმუნებული ვარ, მთელი წლის შრომა, რომელიც მათ გასწიეს, რათა თავიანთი ცოდნა წარმოაჩინონ, შესაბამის შედეგებში იქნება ასახული. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო. მინდა, ძალიან მალე, უკვე აგვისტოს ბოლოს თითოეულ მათგანს მივულოცო სტუდენტობა და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპის დაწყება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782840411

ახალი ამბები

კასპში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას მეთორმეტე კლასის მოსწავლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. როგორც საკალათბურთო კლუბი „კასპის გრიფინი“ წე...

შაკო კავთიაშვილის

1782838766

საზოგადოება

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა შეაფასა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა. აღნიშნულ რეიტინგს განაპირ...

სარეიტინგო სააგენტო

1782836526

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი: უკრაინა სულ უფრო ხშირად სცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების საზღვრებს

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გააკრიტიკა მისდამი ოპოზიციურად განწყობილი პოლონელი პოლიტიკოსები და ამავდროულად ბრალდებები წაუყენა უკრაინას, რომ ის სულ უფრო ხშირად „სცდება კეთილმეზობლური ურთიერთ...

კაროლ ნავროცკი

1782835233

საზოგადოება

ზაქარია წიკლაური: ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია. ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები შედეგს ვერ მოიტანს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლეს...

ზაქარია წიკლაური

1782833516

მსოფლიო

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევის ნებისმიერ ფაქტს „გადამწყვეტად“ უპასუხებს

ირანი უპასუხებს აშშ-ის მხრიდან ურთიერთგაგების მემორანდუმის ნებისმიერ დარღვევას, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი იმ ფონზე, როდესაც ორივე მხარის დელეგაციებს კატარში არაპირდაპირ...

ესმაილ ბაღაი