საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საქართველოს საარჩევნო ისტორია, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო გამოცდილება, არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები იყო. ნათია იოსელიანმა ახალგაზრდებს იმ ეტაპების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განახორციელა. საუბარი ასევე შეეხო დეზინფორმაციას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ნათია იოსელიანმა შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარიამ შეყელაძემ ახალგაზრდებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები პირადად გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობების შესახებ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში.
ახალგაზრდებმა ყველა ის ეტაპი გაიარეს, რომელსაც ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე გადის. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო არაერთი კითხვა დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირებისა და წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის წევრებთან შეხვედრას 50-მდე ახალგაზრდა დაესწრო.
1788172862
საზოგადოებადაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის, უკრაინის მოქალაქის, ვალერია კირლიუკის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გა...
1788171285
საზოგადოებაცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა,...
1788168905
მსოფლიოGoogle Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა
Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი...
1788167597
საზოგადოებაუკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდა...
1788166843
საზოგადოებაwww.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის დანაზოგის დათვლისა და თვის გან...



























