ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა

არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.

მისი თქმით, ოპოზიციის და მასთან აფილირებული „ენჯეოების“ დღის წესრიგია, როგორმე ზიანი მიაყენონ სახელმწიფოს.

„ყოველი დრო, ყოველი მომენტი, ყოველი შესაძლებლობა, როდესაც მათი მხრიდან გამოიყენება, რომ ქვეყნის წინააღმდეგ იმუშაონ, არარსებულ ფაქტზე ააგორონ პროვოკაცია, ალბათ, საზოგადოების თითოეული წევრისთვის უნდა იყოს განსაკუთრებული გაფრთხილება, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ლევან მაწავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788172862

საზოგადოება

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის, უკრაინის მოქალაქის, ვალერია კირლიუკის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გა...

დაურ ბუავა

1788171285

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა,...

ცოტნე ანანიძე

1788168905

მსოფლიო

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი...

ტრამპი ტრამპი

1788167597

საზოგადოება

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდა...

გივი მიქანაძე

1788166843

საზოგადოება

www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის დანაზოგის დათვლისა და თვის გან...

ekalata.gov.ge