გივი მიქანაძე ქვემო ქართლის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯს ეწვია, სადაც განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრმა თეთრიწყაროს, წალკის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების სკოლებსა და კოლეჯში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომლებიც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
„მიმდინარე წლის სექტემბერში ჩვენ ქვემო ქართლის რეგიონში სრულად რეაბილიტირებულ 7 ახალ სკოლასა და მასშტაბურ პროექტს – ბოლნისის კოლეჯს გავხსნით.
მომავალი თაობა – ჩვენი ახალგაზრდები განათლებას ჯანსაღ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უნდა იღებდნენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის მეთაურის ინიციატივა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
გარდა ახალი სკოლებისა, ბოლნისში უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და ინოვაციური პროფესიული კოლეჯი, რომელიც რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო სივრცე გახდება. კოლეჯი საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეებს, დაეუფლონ სასურველ პროფესიებს და შემდგომ დასაქმდნენ ღირსეული ანაზღაურებით, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალისა და ეკონომიკის სფეროს განვითარებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება 7 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. პარალელურად, რეგიონში მიმდინარეობს 10 საჯარო სკოლის მშენებლობა და 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.
დასრულდა მასშტაბური პროექტის – ბოლნისის პროფესიული კოლეჯის მშენებლობა. აღნიშნული კოლეჯის დაფუძნების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონს ემატება მესამე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მსურველებს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს.
1755330810
საზოგადოებამიწის ნაკვეთების დარეგისტრირება უფასოდ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოქალაქეებისათვის სრულიად უფასოდ 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩ...
1755329272
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქა...
1755328176
მსოფლიოთეთრი სახლი: ტრამპს პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკისთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა
„აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა“, - განაცხადა...
1755327699
საზოგადოებაიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3...
1755327630
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ რუსეთთან ტერიტორიების „გაცვლაზე“ შეთანხმდა: „ზელენსკიმ ეს უნდა მიიღოს“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან პუტინთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის „ტერიტორიების გაცვლას“ ითვალისწინებს და ხედავს შანსს, რომ უკრაინა ასეთ შე...