პაპუაშვილი: რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო, ეს ნიშნავს, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს - ეს დასტური პირდაპირ ააშკარავებს, თუ რა ტიპის დაპირისპირებაში გვითრევდნენ

ალასკის შეხვედრა გამოირჩა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის ამ მოსაზრებას. ომის აცილება შესაძლებელი იყო. ხოლო თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და თუ ამერიკის პრეზიდენტს გააჩნდა პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს დასტური პირდაპირ ააშკარავებს, თუ რა ტიპის დაპირისპირებაში ითრევდნენ საქართველოს უცხოელი მტერ-მოყვარეები და მათი ინტერესების მომსახურეები.
„აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაზე, რომლის სლოგანადაც შეირჩა „სწრაფვა მშვიდობისკენ“, მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია მშვიდობის მისაღწევად.
არჩევის დღიდან პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ მას სურს ომების დასრულება და მშვიდობის მიღწევა, ხოლო უკრაინის ომი არასდროს მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო იმ დროს პრეზიდენტი.
ალასკის შეხვედრა გამოირჩა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის ამ მოსაზრებას. ომის აცილება შესაძლებელი იყო.
ხოლო თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და თუ ამერიკის პრეზიდენტს გააჩნდა პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.
ამგვარი მოსაზრება ახალი არ არის. თუმცა, პრეზიდენტების შეხვედრაზე ეს ფორმალურადაც დადასტურდა. მანამდე კი იყო სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაც, რომ უკრაინის ომი ე.წ. პროქსი-ომია, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი.
ეს დასტური კი პირდაპირ ააშკარავებს, თუ რა ტიპის დაპირისპირებაში გვითრევდნენ უცხოელი მტერ-მოყვარეები და მათი ინტერესების მომსახურე შინნაზარდი სასარგებლო იდიოტები.
ამასთან, ეს დასტური ასევე პირდაპირ ააშკარავებს, რატომ არ დაიწყო საქართველოში ომი 2022 წელს. იმიტომ, რომ მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის იარაღად გამოყენება უნდოდათ, 2008 წლისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებაში დახვდნენ პატრიოტები და არა მარიონეტები.
არ დაგვავიწყდეს, რომ ომამდე ხუთი თვით ადრე, როდესაც უკვე ნათელი იყო, საით მიდიოდა საქმე, რეფერენდუმად გამოცხადებული 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღისთვის, უცხოურმა სპეცსამსახურებმა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს, რათა ძალადობრივი სცენარით ხელისუფლება შეეცვალათ.
დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, რა იყო ამ გეგმის მიზანი - სახელისუფლებო კაბინეტებში დახვედროდათ ის ხალხი, ვინც „შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებაზე“, „ბომბების წვიმაზე“ და „ათი ათასი რუსი ჯარისკაცის აქ დაკავებაზე“ უყოყმანოდ ეტყოდა თანხმობას და საქართველოს გლობალური დაპირისპირების საჭადრაკო დაფაზე მორიგი კომბინაციისთვის გაწირულ პაიკად აქცევდა“, - წერს პაპუაშვილი.
1755330810
საზოგადოებამიწის ნაკვეთების დარეგისტრირება უფასოდ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოქალაქეებისათვის სრულიად უფასოდ 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩ...
1755329272
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქა...
1755328732
საზოგადოებაგივი მიქანაძე ქვემო ქართლის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯს ეწვია, სადაც განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მ...
1755328176
მსოფლიოთეთრი სახლი: ტრამპს პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკისთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა
„აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა“, - განაცხადა...
1755327699
საზოგადოებაიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3...