მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება უფასოდ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოქალაქეებისათვის სრულიად უფასოდ 2025 წლის ბოლომდე გრძელდება.
რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩაერთნენ რეფორმაში, შესაძლებლობა აქვთ იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვებპორტალზე შეავსონ მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის განაცხადი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, დავით დევიძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულიად ციფრულად და ელექტრონულად მიმდინარეობს.
„სააგენტომ უზრუნველყო ელექტრონული ოქმის აპლიკაციის შექმნა, რამაც პროცესი რამდენჯერმე დააჩქარა და უზრუნველყო უმაღლესი სტანდარტის მონაცემების შეგროვება. აზომვის დასრულებისთანავე, დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს საშუალება, ადგილზე, ველზე გაეცნოს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობს, კონფიგურაციას, მეზობელ მიწის ნაკვეთებთან მიმართებას და მხოლოდ ასეთი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, ხელმოწერით დაადასტუროს საკუთარი გადაწყვეტილება. შედეგად, სწორდება წარსულში არასწორად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრებიც“, - განაცხადა დევიძემ.
1755329272
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქა...
1755328732
საზოგადოებაგივი მიქანაძე ქვემო ქართლის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯს ეწვია, სადაც განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მ...
1755328176
მსოფლიოთეთრი სახლი: ტრამპს პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკისთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა
„აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა“, - განაცხადა...
1755327699
საზოგადოებაიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3...
1755327630
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ რუსეთთან ტერიტორიების „გაცვლაზე“ შეთანხმდა: „ზელენსკიმ ეს უნდა მიიღოს“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან პუტინთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის „ტერიტორიების გაცვლას“ ითვალისწინებს და ხედავს შანსს, რომ უკრაინა ასეთ შე...