ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთთან ტერიტორიების „გაცვლაზე“ შეთანხმდა: „ზელენსკიმ ეს უნდა მიიღოს“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან პუტინთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის „ტერიტორიების გაცვლას“ ითვალისწინებს და ხედავს შანსს, რომ უკრაინა ასეთ შეთანხმებას უარყოფს. ამის შესახებ მან ანკორიჯში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

წამყვან შონ ჰენიტისთან ინტერვიუ იმ საკონფერენციო დარბაზში შედგა, სადაც ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართა, პრესკონფერენციის დასრულებისთანავე, რომლის დროსაც ტრამპმა და პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვეს.

ამ ინტერვიუში ტრამპმა რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ ახლა მთავარი საკითხი ისაა, რომ უკრაინამ მიიღოს შეთანხმებები, რომლებსაც მან პუტინთან მიაღწია.

„უკრაინა უნდა დაეთანხმოს და პრეზიდენტი ზელენსკიც უნდა დაეთანხმოს“, - აღნიშნა მან, შეთანხმებების არსის დაკონკრეტების გარეშე.

„ახლა ეს კითხვა, პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკისთვისაა, რათა ეს [სამშვიდობო შეთანხმება] მოხდეს და ასევე, გარკვეულწილად, ევროპული ქვეყნებისთვისაც... არსებობს დიდი შანსი, რომ ეს მოხდეს“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა არ დაასახელა ის შეთანხმებები, რომლებსაც შესაძლოა, უკრაინა არ დაეთანხმოს, თუმცა ტელეწამყვანმა დააზუსტა, სწორი იყო თუ არა მისი ინფორმაცია ამ რთულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ: „ტერიტორიების გაცვლა უნდა მოხდეს, რუსეთის ტერიტორია უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე იყო და უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ნატოსთან არ იქნება დაკავშირებული“, - შეაფასა შონ ჰენიტიმ და ტრამპს სთხოვა დაეზუსტებინა, სწორი იყო თუ არა ეს ინფორმაცია, რაზეც დონალდ ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა.

„ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და არსებითად ამ საკითხებზე შევთანხმდით, ძალიან ახლოს ვართ... ჩვენ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ და უკრაინა ამას უნდა დაეთანხმოს. თუმცა შესაძლებელია, რომ მათ უარი თქვან“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმების დადების შესაძლებლობა „50-50“-ზე შეაფასა და ცალკე განაცხადა, თუ რა სიგნალს გაუგზავნის ვოლოდიმირ ზელენსკის მასთან საუბრისას.

„დაეთანხმეთ შეთანხმებას. თქვენ უნდა დადოთ შეთანხმება. რუსეთი დიდი ძალაა. ისინი [უკრაინელები] არ არიან, თუმცა მათ ჰყავთ ძალიან კარგი ჯარისკაცები და კარგი იარაღი, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ“, - აღწერა ტრამპმა, თუ რას ეტყვის უკრაინის პრეზიდენტს.

ინტერვიუში არ იყო მოცემული რაიმე დეტალი ამ „ტერიტორიების გაცვლის“ მასშტაბისა და კონტურების შესახებ. ზელენსკიმ ადრე აღნიშნა, რომ ტერიტორიების საკითხი უკრაინის კონსტიტუციაშია განსაზღვრული. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755330810

საზოგადოება

მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება უფასოდ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ

 მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოქალაქეებისათვის სრულიად უფასოდ 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩ...

მიწა

1755329272

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქა...

პოლიცია, ლენტი

1755328732

საზოგადოება

გივი მიქანაძე ქვემო ქართლის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯს ეწვია, სადაც განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მ...

გივი მიქანაძე

1755328176

მსოფლიო

თეთრი სახლი: ტრამპს პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკისთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა

„აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა“, - განაცხადა...

ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

1755327699

საზოგადოება

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3...

იმერეთის პოლიციამ