ირაკლი ბენდელიანი: გპირდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და შესაძლებლობას, რათა თბილისი და კერძოდ, ზღვისუბნის დასახლება გახდეს კიდევ უფრო ლამაზი, მყუდრო და მიმზიდველი უბანი დედაქალაქში

ჩემი დიდი სურვილი და ძალისხმევა იქნება, ზღვისუბნის დასახლების მცხოვრებთა ხმა ისმოდეს ყველგან და ყოველთვის. ხელი შევუწყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქვეყნის განვითარებაში მათ ჩართულობას, - წერს ირაკლი ბენდელიანი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, კახა კალაძის მერობის და „ქართული ოცნების“ გუნდის პირობებში დედაქალაქის წინსვლა და წარმატება შეუქცევად პროცესად იქცა. იყო ბევრი მიღწევა და გამარჯვება.
„ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგინო ადგილი, სადაც ფეხი ავიდგი, რომელსაც ჩემი ბავშვობა და აწ უკვე მომავალი უკავშირდება.
ჩემი დიდი სურვილი და ძალისხმევა იქნება, ზღვისუბნის დასახლების მცხოვრებთა ხმა ისმოდეს ყველგან და ყოველთვის. ხელი შევუწყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქვეყნის განვითარებაში მათ ჩართულობას.
კახა კალაძის მერობის და „ქართული ოცნების“ გუნდის პირობებში დედაქალაქის წინსვლა და წარმატება შეუქცევად პროცესად იქცა. იყო ბევრი მიღწევა და გამარჯვება.
️ზღვისუბნის დასახლებაში გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რითაც გამორჩეულია ჩვენი უბანი და რისთვისაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.
გპირდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და შესაძლებლობას, რათა თბილისი და კერძოდ, ზღვისუბნის დასახლება გახდეს კიდევ უფრო ლამაზი, მყუდრო და მიმზიდველი უბანი დედაქალაქში.
დიდი მადლობა დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის. ვეცდები, გავამართლო გამოცხადებული ნდობა და იმედები.
მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და მეტი სიკეთე თბილისს!“, - წერს ირაკლი ბენდელიანი.
1755330810
საზოგადოებამიწის ნაკვეთების დარეგისტრირება უფასოდ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოქალაქეებისათვის სრულიად უფასოდ 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩ...
1755329272
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქა...
1755328732
საზოგადოებაგივი მიქანაძე ქვემო ქართლის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯს ეწვია, სადაც განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მ...
1755328176
მსოფლიოთეთრი სახლი: ტრამპს პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკისთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა
„აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა“, - განაცხადა...
1755327699
საზოგადოებაიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3...