შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია

ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შვედეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.
„ჩვენ ვნახეთ შვედეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომელმაც მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის პროგრესისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ დააკანონოს ლგბტ ქორწინება. თქვა პირდაპირ, მკაფიოდ და არა ორაზროვნად. კითხვა მარტივია შვედეთის ელჩის მიმართ, რომ განმარტოს მისი მთავრობის პოზიცია. ეს წამოსცდა პრემიერ-მინისტრს, თუ ეს არის შვედეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია კანდიდატ ქვეყნების პროგრესზე გადაწყვეტილების მიღების დროს და ვრცელდება თუ არა საქართველოზეც ეს პოზიცია.
ეს უნდა განმარტოს შვედეთის ელჩმა, რადგან ზუსტად ესაა ელჩის საქმიანობა. ნაცვლად ამისა შვედეთის საელჩო დაკავებულია სხვადასხვა ძალადობაში ბრალდებული ადამიანების პროცესებზე ფოტოების გადაღებით, თავმოწონებით და ექსტრემისტი ენჯეოების დაფინანსებით. ეს არის სინამდვილეში ძირის გამოთხრა დიპლომატიური მისიებისთვის და წარმომადგენლობის იდეისთვის, ნაცვლად იმისა, რომ განგვიმარტოს რა არის შვედეთის პოზიცია, იმალება საელჩო, ემალება ქართველი ხალხის კითხვას და ექსტრემისტების მხარდაჭერას არ ერიდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.
1754385195
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენი დამოუკიდებლობის სამი ათეული წლის თავზე, საუბარი გვიწევს იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში გვყავს პარტიები და „ენჯეოები“, რომლებიც ღიად ემსახურებიან უცხო ქვეყნებს
ჩვენი დამოუკიდებლობის სამი ათეული წლის თავზე, საუბარი გვიწევს იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში გვყავს პარტიები და „ენჯეოები“, რომლებიც ღიად ემსახურებიან უცხო ქვეყნებს, - განაცხადა საქართველოს პარ...
1754385164
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ინფორმაციაზე თითქოს მზია ამაღლობელს ციხეში შეურაცხყოფა მიაყენეს: მოიგონებენ რაღაც ამბავს, დაიჯერებენ, მერე შექმნიან ამაზე ლექსებს და პოემებს და შემდეგ მიდის ლოყების ხოკვა
„ისე გამოგყავთ მედიას და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, როგორც მოცემული ფაქტი, თითქოს მზია ამაღლობელს პატიმრობაში შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ. ახლა ვუსმენდი იტალიის პარლამენტ...
1754385116
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს....
1754383014
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის განცხადებაზე: ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ვხედავთ, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი. უცხოეთიდან ცდილობ ქართველები ჰყავდეს ნერვებზე
ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ვხედავთ, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი. უცხოეთიდან ცდილობ ქართველები ჰყავდეს ნერვებზე , - განაცხადა საქართველო...
1754382986
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ხაზარაძეზე: დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად ბიზნესი
საერთო ჯამში ერთი დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლი...