გორდულაძე: ზაზა ბიბილაშვილი ამტკიცებდა, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, არ არსებობდა წამება, რეკეტი და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს შეუცვლია საზოგადოებას ეს მწამებლური რეჟიმი
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამტკიცებდა მათ შორის იმას, 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, რეკეტი და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს შეუცვლია ქართველ საზოგადოებას ეს მწამებლური სისტემის შემქმნელი რეჟიმი, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამართული სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, ზაზა ბიბილაშვილმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიას არ გაუგზავნია საგამოძიებო სამსახურებისთვის არაფერი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი [ზაზა ბიბილაშვილი] ლაპარაკობდა ყველაფერზე და არაფერზე. ამტკიცებდა იმას, რაც ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი საერთოდ არ არის. ამტკიცებდა მათ შორის იმას, 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, რეკეტი და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს შეუცვლია ქართველ საზოგადოებას ეს მწამებლური სისტემის შემქმნელი რეჟიმი. აქამდე მივიდა ბატონი ზაზა.ზაზა ბიბილაშვილმა მოიტყუა საკონსტიტუციო სხდომის მიმდინარეობისას, რომ საგამოძიებო კომისიას არ გაუგზავნია საგამოძიებო სამსახურებისთვის არაფერი. ეს არის ტყუილი“, - აღნიშნა გორდულაძემ.
1793020413
საზოგადოებაფოთში ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან...
1793020158
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5971 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1793018652
საზოგადოება2026 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინ...
1793017570
ახალი ამბებიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მ...
1793014761
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ოპოზიციაში არცერთს გადაუდგამს ნაბიჯი, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტის პოლიტიკური პროცესი განვითარებულიყო, მუდმივი ჯახია, რომელიც წახალისებულია „დიფ სთეითისგან“
„ოპოზიციის მხარდამჭერები ელოდებიან, რომ პარტიებიდან ვინმე გამოვა და იტყვის, არავითარი კავშირი არ აქვს არც რევოლუციურ პროცესებთან, არც იმ მოქმედებებთან, რომელიც შეიძლება, საბოტაჟის ნიშნით იყოს შეფასებუ...



























