გიორგი ვოლსკი: ოპოზიციაში არცერთს გადაუდგამს ნაბიჯი, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტის პოლიტიკური პროცესი განვითარებულიყო, მუდმივი ჯახია, რომელიც წახალისებულია „დიფ სთეითისგან“

„ოპოზიციის მხარდამჭერები ელოდებიან, რომ პარტიებიდან ვინმე გამოვა და იტყვის, არავითარი კავშირი არ აქვს არც რევოლუციურ პროცესებთან, არც იმ მოქმედებებთან, რომელიც შეიძლება, საბოტაჟის ნიშნით იყოს შეფასებული და დაამტკიცებს, რომ ბრძოლა და ხელისუფლებაში მოსვლა სახელმწიფო განვითარებისთვის უნდა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში არცერთს გადაუდგამს ნაბიჯი, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტის პოლიტიკური პროცესი განვითარებულიყო.

„მუდმივად ჯახია, რომელიც ფინანსურად და პოლიტიკურად წახალისებულია ომის პარტიისგან, „დიფ სთეითისგან“. ეს რეალობა შექმნეს და ამ რეალობის საწინააღმდეგოდ, რომ ისინი ამაში არ მონაწილეობენ, არავის განცხადება არ გაუკეთებია. ყველა აპელირებს, თითქოსდა „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე, რომ რუსეთი საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს და აგრესიის განვითარება მოსალოდნელია. თითქოსდა ჩვენი ბრალია, რომ რუსეთს გარკვეული უპირატესობები აქვს სამხრეთ კავკასიაში და შეუძლია, ოკუპაცია აგრესიული გახადოს, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არსებობს და არა „ნაცმოძრაობამ“. არცერთს არ გაუკეთებია განცხადება, რომ რევოლუცია არის რეალურად მცდელობა და საბოტაჟია ის ბრალდება, რომელიც არ ეკუთვნით. უნდათ, ცალ-ცალკე პარტიები იყოს განხილული. გამოვიდნენ და თქვან, რატომ წარმოუდგენიათ, თავისი პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ გარეთ მყოფ სტრუქტურად, რომელსაც თურმე ცალკე უნდა წაუყენო ბრალდება. „ლელო“ არ უარყოფს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი ჰქონდა, გინდა ფინანსური და გინდა პოლიტიკური. არგუმენტი თუ აქვთ, თქვან. „ლელო“ არ ამბობს რატომ მონაწილეობს „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ქვეყნის დასანგრევად საბოტაჟში. ეს არის ერთი ძალა, რომელიც ამ ყველაფერში ერთად მონაწილეობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793008056

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა ზემო აჭარაში, ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგეს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას

გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. იქ იყვნენ ბავშვებიც, ზრდასრულებიც. აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა. ესეც ა...

შალვა პაპუაშვილი

1793001036

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს და ს...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1792999829

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო, თავს იმართლებენ, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი, არადა, მათი მიზანი იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ

„მთელი ოპოზიციური სპექტრი გუშინდელ აქციას ერთი თვის განმავლობაში აორგანიზებდა და 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მ...

ირაკლი ჭეიშვილი

1792998870

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აინტერესებს და არა ქართული საზოგადოება - ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარი ხელისუფლება სურთ, რათა შუა დერეფანზე კონტროლი მოიპოვონ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრიუსელს საქართველოში ეროვნული ხელისუფლების ნაცვლად საკუთარი ინტერესების გამტარი ხელისუფლების ხილვა სურს, რათა აზიის ქვეყნებმა, მათ...

გურამ მაჭარაშვილი

1792995535

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

2026 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით იმართებ...

მაკა ბოჭორიშვილი