მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია.
ხაზი გაესვა ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რაც მყარ საფუძველს ქმნის ორივე ქვეყანაში ვიზიტორთა ნაკადების სამომავლო ზრდისთვის.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტებს და ასევე საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობას.
მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ერთობლივი რეგიონული პროექტები.
1793009318
ახალი ამბებიკახა კალაძემ შოთა ქელეხსაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე ინჟინერ შოთა ქელეხსაშვილს ესტუმრა და 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა. დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა „100 წე...
1793008114
ახალი ამბებიმაია ბითაძე: ვგეგმავთ თელავის თეატრის რეაბილიტაციას - ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქალაქ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა. მინისტრს თეატრის შენობის მდგომარეობასა და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესა...
1793008056
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა ზემო აჭარაში, ხალხი ვერ დადგება იმათ მხარეს, ვინც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგეს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას
გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. იქ იყვნენ ბავშვებიც, ზრდასრულებიც. აქციაზე მყოფ ადამიანებზე სამჯერ მეტი მონათლა პატრიარქმა. ესეც ა...
1793001036
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს და ს...
1792999829
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო, თავს იმართლებენ, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი, არადა, მათი მიზანი იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ
„მთელი ოპოზიციური სპექტრი გუშინდელ აქციას ერთი თვის განმავლობაში აორგანიზებდა და 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მ...






























