სააკაშვილი ლიზა იასკოს პასუხობს: გიული ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს [სააკაშვილის და იასკოს შვილი] კიევის ცენტრში ბინა აჩუქა

ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბრალდებული ექსპრზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, დედამისმა გიული ალასანიამ ლიზა იასკოსა და მის საერთო შვილს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე. სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო ჩემი ქალიშვილი, ამიტომ დედაჩემი გიული რამდენჯერმე ესტუმრა მას კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. გარდა ამისა, დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა. რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვართ პასუხისმგებელნი ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე. იმედი მაქვს, მალე გავთავისუფლდები, რათა პირადად შევძლო ჩემს ქალიშვილთან ყოფნა და მას მშობლის სიყვარული და მზრუნველობა გავუზიარო“, - აცხადებს სააკაშვილი კომენტარებში.

ამასთან, სააკაშვილი ლიზა იასკოს შესახებაც წერს.

„მე დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მამაცურად შრომობს თავისი ქვეყნისთვის და ჩვენს მშვენიერ ქალიშვილ ჟასმინს უკიდურესად რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის“, - წერს პატიმარი სააკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793020158

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5971 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1793018652

საზოგადოება

2026 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინ...

ეროვნული ბანკი

1793017570

ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მ...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა

1793014761

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციაში არცერთს გადაუდგამს ნაბიჯი, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტის პოლიტიკური პროცესი განვითარებულიყო, მუდმივი ჯახია, რომელიც წახალისებულია „დიფ სთეითისგან“

„ოპოზიციის მხარდამჭერები ელოდებიან, რომ პარტიებიდან ვინმე გამოვა და იტყვის, არავითარი კავშირი არ აქვს არც რევოლუციურ პროცესებთან, არც იმ მოქმედებებთან, რომელიც შეიძლება, საბოტაჟის ნიშნით იყოს შეფასებუ...

გიორგი ვოლსკი

1793012949

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება ტრადიციული მედიცინის სფეროში ეროვნუ...

მიხეილ სარჯველაძე