ფოთში ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793012949

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება ტრადიციული მედიცინის სფეროში ეროვნუ...

მიხეილ სარჯველაძე

1793011611

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დიალოგის ნაცვლად, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ვუყურებთ საბჭოთა მეთოდებს, კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლას, იძულებას, ევროკომისია არაევროპულად იქცევა

სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის ძალიან ⁠უმწიფარ ⁠საერთაშორისო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. ვიდრე ევროკომისია ამ უმწიფარ პოლიტიკას არ შეცვლის, რთულ...

შალვა პაპუაშვილი

1793010678

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1793009318

ახალი ამბები

კახა კალაძემ შოთა ქელეხსაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე ინჟინერ შოთა ქელეხსაშვილს ესტუმრა და 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა. დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა „100 წე...

კახა კალაძე

1793008114

ახალი ამბები

მაია ბითაძე: ვგეგმავთ თელავის თეატრის რეაბილიტაციას - ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ინვესტიცია რეგიონული თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქალაქ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა. მინისტრს თეატრის შენობის მდგომარეობასა და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესა...

მაია ბითაძე