გრძელიშვილი: „ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებებზე“ სერიოზულად საუბარი შეუძლებელია - ივანიშვილის გარემოცვის „უახლოესი წევრი“ მუხიგულაშვილი, ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა ორი თვით, მისი „ინფორმაცია" სრული ბოდვაა

 „ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებებზე“ სერიოზულად საუბარი შეუძლებელია, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა, მოსახლეობის ინფორმირებისთვის, ვფიქრობ, რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ მათ მიერ „მოძიებული“ კადრის - ვინმე გიორგი მუხიგულაშვილის შესახებ, რომელიც, თურმე „წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრი იყო“, ოღონდ ისე, რომ არათუ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ნათესავთა წრემაც კი არაფერი იცის ამ ადამიანის შესახებ, - აცხადებს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი.

როგორც გიორგი გრძელიშვილი აღნიშნავს, გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის „უახლოესი წევრი“, გიორგი მუხიგულაშვილი, ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა ორი თვით, ამიტომაც მისი „ინსაიდერული ინფორმაცია“ რომ სრული ბოდვაა, მხოლოდ ამ გარემოებიდანაც ჩანს.

გრძელიშვილი აბსურდს უწოდებს მუხიგულაშვილის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ უკვე კარგა ხანია, საზოგადოებამ იცის და ეს საჯაროდაც არაერთხელ გაჟღერებულა, რომ უცხოური ძალები ყველაზე აქტიურად სწორედ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი ადამიანების გადაბირებას ცდილობენ.

„ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებებზე“ სერიოზულად საუბარი შეუძლებელია, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა, მოსახლეობის ინფორმირებისთვის, ვფიქრობ, რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ მათ მიერ „მოძიებული“ კადრის - ვინმე გიორგი მუხიგულაშვილის შესახებ, რომელიც, თურმე „წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრი იყო“, ოღონდ ისე, რომ არათუ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ნათესავთა წრემაც კი არაფერი იცის ამ ადამიანის შესახებ.

როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის „უახლოესი წევრი“ გიორგი მუხიგულაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა, ორი თვით...

ამიტომაც მისი „ინსაიდერული ინფორმაცია“ რომ სრული ბოდვაა, მხოლოდ ამ გარემოებიდანაც ჩანს.

მუხიგულაშვილის გარემოცვის უახლოესი წევრობაც ისეთივე აბსურდია, როგორც ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, თურმე „ნათესავების გაჭირვების ყურებით ტკბება“ და ეს მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად, არათუ მეგობრებსა და ნათესავებს ეხმარება ფინანსურად, თანაც სისტემატურად, არამედ საკუთარ სოფელში 400 ახალი სახლი აუშენა მოსახლეობას, საჩხერის 12 ათას მოსახლეს კი სახლი გადაუხურა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქველმოქმედების ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნის წინაშე აქვთ დამსახურება, ხოლო მეგობრებს და ნათესავებს, ჯამში, ასეულობით ადამიანს, ყოველთვიურად, როგორც ხელფასს და პენსიას, ისე უხდის თანხას და ეხმარება ფინანსურად. ამას ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო აქტივობებთან კავშირი არ აქვს.

ესეც რომ არა, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილს სურს საქართველოში ვინმეს დააჯეროს, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი საკუთარ მეგობრებს და ნათესავებს არ ეხმარება.

თუმცა, ამაზე ღიმილის მომგვრელი ის გახლავთ, რასაც სიუჟეტში მუხიგულაშვილი დიდ საიდუმლოდ ასაღებს. რეალურად, უკვე კარგა ხანია საზოგადოებამ იცის და ეს საჯაროდაც არაერთხელ გაჟღერებულა, რომ უცხოური ძალები ყველაზე აქტიურად სწორედ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი ადამიანების გადაბირებას ცდილობენ.

ასე რომ, თუკი ვინმეს ამერიკის შეერთებული შტატების 10-წლიანი ვიზის მიღება უნდა, ჯერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში უნდა აღმოჩნდეს, ამის შემდეგ კი ვიზას უპრობლემოდ მიიღებს.

პ.ს. გიორგი მუხიგულაშვილმაც, როგორც „ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრმა“, ანუ ორი თვით ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარად ყოფილმა, შესაძლოა სწორედ ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილებით მიიღო ვიზა“, - აცხადებს გიორგი გრძელიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758456823

საზოგადოება

„თბილისობა 2025“ გრძელდება – სადღესასწაულო ღონისძიებებს კახა კალაძე შვილებთან ერთად დაესწრო

 დედაქალაქში „თბილისობის“ ტრადიციული სახალხო დღესასწაული გრძელდება. თბილისის მერი კახა კალაძე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიე...

კახა კალაძე

1758455050

საზოგადოება

კახა კალაძე: არაბული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას

 დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნ...

კახა კალაძე

1758455004

საზოგადოება

კახა კალაძე: ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მყავდეს მე და „ქართულ ოცნებას“, თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია

 თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ერთადერთი კონ...

კახა კალაძეკახა კალაძე

1758452971

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე „თბილისობაზე“ მივიდნენ

 „თბილისობა 2025“ გრძელდება. სახალხო დღესასწაული საღამოს გალა კონცერტით დასრულდება, მანამდე კი დედაქალაქის ქუჩებში სპორტული, კულტურული აქტივობები, მუსიკა და თეატრალიზებული წარმოდგენები გრძელდება. თბილ...

კალაძე და კობახიძე

1758452873

ახალი ამბები

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

 თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდური ასპარეზობის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....

პარაძიუდო