კახა კალაძე პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტზე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან

თბილისის მერი მედიასთან პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე მისი სიტყვით გამოსვლა კარგი შანსია მსოფლიოსთვის სიმართლის გასაცნობად.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე. მესიჯები, რასაც ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან ვისმენთ, გაჯერებულია ტყუილით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, გავაღრმაოთ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პარტნიორობა ორმხრივია და არავის მიეცემა საქართველოს უსაფუძვლოდ კრიტიკის შესაძლებლობა.
„ვერ მოიყვანთ მაგალითს, ჩვენ რომ ანტიდასავლური გზავნილები გაგვეკეთებინოს. ჩვენ გვიწევს თავის, ქვეყნის, სახელმწიფოს დაცვა, როდესაც ვისმენთ ცრუ მესიჯებს, მუქარას. ვინც არ უნდა იყოს, ამერიკიდან, ევროპიდან თუ რუსეთიდან, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ჩვენი ქვეყანა, 80 000-ად გაყიდული კონგრესმენების მესიჯებით. პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი. ჩემი ქვეყანა გაწიროს ვიღაცამ თავისი ინტერესებისთვის, ამას ვერ დავუშვებთ. წინა ადმინისტრაციის პირობებში რაც იყო, ტყუილი, მუქარებზე დაფუძნებული განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1758456823
საზოგადოება„თბილისობა 2025“ გრძელდება – სადღესასწაულო ღონისძიებებს კახა კალაძე შვილებთან ერთად დაესწრო
დედაქალაქში „თბილისობის“ ტრადიციული სახალხო დღესასწაული გრძელდება. თბილისის მერი კახა კალაძე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიე...
1758455050
საზოგადოებაკახა კალაძე: არაბული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას
დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნ...
1758455004
საზოგადოებაკახა კალაძე: ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მყავდეს მე და „ქართულ ოცნებას“, თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ერთადერთი კონ...
1758452971
საზოგადოებაირაკლი კობახიძე და კახა კალაძე „თბილისობაზე“ მივიდნენ
„თბილისობა 2025“ გრძელდება. სახალხო დღესასწაული საღამოს გალა კონცერტით დასრულდება, მანამდე კი დედაქალაქის ქუჩებში სპორტული, კულტურული აქტივობები, მუსიკა და თეატრალიზებული წარმოდგენები გრძელდება. თბილ...
1758452873
ახალი ამბებისაქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდური ასპარეზობის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....