"გცივა?! გშია?! შენც უიმედოდ ხარ შვილო? საოცარია, რა უძლებს ადამიანი?! მე-13 ჯერ ვერ მოგილოცავ ახალ წელს. კიდევ 1 წელი და 8 თვე ....იქნებ გავუძლოთ?!" - პატიმრის დედის ღია წერილი

"ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი მთვარისა ნავერიანი, სოციალურ ქსელში პატიმარ შვილისადმი ემოციურ ღია წერილს აქვეყნებს და წერს...

"პატიმრის დედის ღია წერილი...

13 წელი უშენოდ გიო...

მაინც რა არის მოლოდინი ?!

ზოგი ბედნიერად ზის და ახალი წლის დადგომას ელოდება.

ზოგი ზამთრის გასვლას და მზეზე წამოკოტრიალებას. ზოგი შვილის დაბადებას. ზოგი გამოჯანმრთელებას.
ზოგი ...

ხოოდა მე 13 წელია ყოველ ახალ წელს ველოდები უიმედო, უსასოო.

არ დადგა ჩემი საშველი.

არ დასრულდა ჩემი ტანჯვა.

ველოდები როდის დადგება ის დღე, როცა დარდი არ მექნება, როცა შიში არ მექნება და ელდა არ გაკრთება ყოველ დაკაკუნებაზე.

ტელეფონის ზარზე.

ეს შიში ვერ დავძლიე 2009 წლიდან დღემდე.

როდის დადგება ის ნანატრი დღე, როცა მეც ადამიანურად გავამზადებ საახალწლო სუფრას და შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ახალ წელს დაველოდები?!

მე 13 ჯერ ვერ მოგილოცავ ახალ წელს პირადად.

ზურგზე მძიმე ტვირთად მაწევს უშენოდ გატარებული 13 წელი.

ლოდინმა დამაბერა.

ველოდები სამართლიანობას.

ველოდები სიკეთეს .

ველოდები ...

სულ ველოდები...

ველოდები მაგრამ ხან არც კი ვიცი რას ველოდები, ან რატომ ველოდები ყოველი დილის გათენებას, რატომ კრთება ძილი და რატომ მტანჯავს ასე უშენობა.

ვერ დავძლიე და ვერ შევეგუე.

წელსაც უიმედო მოლოდინით შევხვდები ახალ წელს.

წელსაც მხოლოდ ტელეფონის ზარს დავჯერდები და შენს ხმას ნატრული დაველოდები ...

სწორ ხაზზე დადიხარ შვილოოო?!

რამდენი ნეკნი გაქვს გატეხილი?!

რამდენჯერ გაუყვანიხაწ ფუქსებში და უმოწყალოდ უცემიხარ ციხის ჯალათებს?!

რამდენი ნაკერი გადევს თავზე და მუცელზე?!

რამდენჯერ გადაიჭერი ვენები წამებას რომ ვერ უძლებდი?!

რამდენჯერ მოკვდა დედაშენი როცა გული უგრძნობდა, რომ ნაწამები იყავი და ადვოკატს გიგზავნიდა
მასაც ვეცოდებოდი და ვერ ამბობდა სიმართლეს ...

მე კი ვიცოდი რომ ნაწამები იყავი...

საათობით რომ გირტყამდნენ და ჯალათების დერეფანში გატარებდნენ წონასწორობას იცავდი შვილოო?!

წლებია თავის მოვლა შევწყვიტე.

წლებია ჩაცმისთვის არ მცალია.

წლებია არასწორად ვიკვებები.

თვითგვემაში ვარ.

არც წელს იქნება ჩემს გულში ზეიმი.

როცა ვახერხებ, რომ ამანათი მოგაწოდო , მაშინ ვარ მშვიდად.

და ეს წელიწადში ერთხელ ხდება.

ყოველ 3 დღეში გაკითხავდი.

ახლა კი ...

ამოვწურეთ ყველაფერი.

არც გასაყიდი დაგვრჩა რამე.

შიში ...

ვერ დავძლიე შიში მოვახერხებ?

შევძლებ?

გავუძლებ?

2013 წლამდე სიკვდილის შიშით ვიცხოვრე.

მერე ...

იმედი

იმედის ჩაქრობა.

უიმედობა .

შიში...

შიში...

გადავრჩებით?

13 უიმედო ლოდინის მძიმე წელი...

საოცარია, რა უძლებს ადამიანი?!

გცივა?!

გშია?!

შენც უიმედოდ ხარ.

მაგრამ მაინც მელოდები.

იქნებ შევძლო და მოვახერხო?

იქნებ მოგილოცო ახალი წელი?!

შევძლებ?

არ ვიცი შვილო, მე აღარაფერი შემიძლია. მეშინია ვაითუ ვერ მოგილოცო წელს ახალი წელი?!

შიში მკლავს.

სწორ ხაზზე დადიხარ შვილო?!

წონასწორობას იცავ?!

თვალი ხომ არ გაგირბის სადმე?!

არ მასვენებს კითხვები

მადლობა უფალს ცოცხალი მყავხარ და ვუძლებთ ,

მძიმე წამებას გავუძელით ახლა კი ამ ფსიქოლოგიურ წამებასაც გავუძლოთ იქნებ?!

უფალი. გავუძლოთ შვილო!

მერე რა, რომ სწორ ხაზზე ვერ დადიხარ?!

მერე რა, რომ წონასწორობას ვერ იცავ?!

მერე რა, რომ თვეში ერთხელ ძლივს გადიხარ გარეთ და მუხლები გტკივა?!

მერე რა, რომ ფსიოტროპულ წამლებზე გადაგიყვანეს?!

მერე რა, რომ გაწამებდნენ?!

მერე რა, რომ გკლავდნენ?!

მადლობა უფალს შენ მაინც მიშაზე მაგარი ხარ.

მე კი დედამისზე მაგარი ვარ რადგან გავუძელით...

ცოტაც გავუძლოთ ...

გავუძლოთ...

მერე რაა თუ ვერ მოგაკითხავ.

მერე რაა თუ ვერ მოგაწოდებ ამანათს.

მერე რაა ....

მადლობა უფალს ჯერ ვუძლებთ ...

ორივე ცოცხალი ვართ შვილო!

არაუშავს თუ სწორ ხაზზე ვერ გაივლი და წონასწორობას დაკარგავ. ერთად ყველაფერს დავძლევთ.

უფალს ცოცხლები ვართ!

გავუძლოთ შვილო!

ამასაც გავუძლოთ!

1 წელი და 8 თვე ....

იქნებ გავუძლოთ?!

გავუძლებთ?!

უნდა გავუძლოთ.

ვერ დავძლიე შიში...

მადლობა უფალს ცოცხლები ვართ.

რა უსასრულოა მოლოდინი.

რა უსასრულოა და უკიდეგანო შიში...

სწორ ხაზზე დადიხარ შვილო?!

წონასწორობას ხომ არ კარგავ?!

უსასრულო ტანჯვის და უიმედო ლოდინის ჯოჯოხეთური 13 წელი.

უკვე ინათა

ან რა დაუღამებს ან რა გაუთენებს დედას როცა შვილი 13 წელია ციხეში ჰყავს გამოკეტილი?!

სადღაც მაინც ბჟუტავს იმედი!

იქნებ მოგილოცო ახალი წელი?!

იქნებ გავუძლოთ?!

რას იტყვი შვილო, მე დავიბენი და სიბერე მეპარება.

ჩემს გულს კი შიში შეუჩნდა და უმოწყალოდ ხრავს.

გავუძლებთ???", - წერს მთვარისა ნავერიანი.

სხვა სიახლეები:

🔳 "დაუშვებელია ადვოკატის გაიგივება კლიენტთან, რადგან ადვოკატი იცავს ბრალდებულს ეს არ ნიშნავს, რომ იგი ამართლებს მას" - ზაქარია გვიშიანი ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატზე წერს

🔳  "ოთხი წელია სტატუსი არ დამიწერია, ერთი ტრაგიკული მოვლენის შემდეგ, მაგრამ დღეს სხვა გზა აღარ დამრჩენია" - რას წერს რეჟისორი პაატა ციკოლია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754756704

მსოფლიო

ევროკავშირი და ლონდონი სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მიესალმებიან, რომელსაც ხელი თეთრ სახლში ტრამპის შუამავლობით მოეწერა

 ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო მიესალმებიან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი...

აშშ ტრამპი

1754751608

საზოგადოება

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ოჯახში ძალადობის და პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ოჯახში ძალადობის, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და პოლიციელ...

პროკურატურა

1754747377

ახალი ამბები

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისბრა...

დაკავება, პოლიცია

1754747316

მსოფლიო

The Wall Street Journal: პუტინი ამბობს, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შეწყვეტს

 რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ომს მხოლოდ უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეწყვეტს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის...

პუტინი

1754745385

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ტრამპ-პუტინის სამიტის წინ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრას უმასპინძლებს

 დიდი ბრიტანეთი შაბათს, 9 აგვისტოს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალური პირების შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შეჩერების გზებს განიხილავენ. ამის შესახებ ბრიტანეთის...

ზოგადი