გურამ მაჭარაშვილი: ლგბტ პროპაგანდა ბაღებში, სკოლებში, ბუნებრივია, რომ მიუღებელია ქართული და მათ შორის ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის

ევროკავშირის ახალ სტრატეგიას ხელოვნურად შექმნილ პროპაგანდას უწოდებენ „ხალხის ძალაში“. საპარლამენტო ოპოზიცია განმარტავს, რომ საქართველოსთვის თავსებადია კარგი ევროპული ტრადიციები, თუმცა დოკუმენტი, რომელიც არასრულწლოვანებისთვის სქესის შეცვლის პროცედურებს ამარტივებს და პროპაგანდას ავრცელებს, არის წითელი ხაზი. საკითხს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.
„არსებობს კარგი ევროპული ტრადიციები, რაც თავსებადია ქართულ ტრადიციებთან და ბუნებრივია, რომ ამას ჩვენ ვიღებთ, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა ბაღებში, სკოლებში, ბუნებრივია, რომ მიუღებელია ქართული და მათ შორის ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის. ბოლო 1 წლის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ იმ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებზე დგას და უარს ვეუბნებით ლგბტ პროპაგანდას. ეს შეიძლება ჩავთვალოთ ერთგვარ გამოკითხვად. წელიწადში უკვე ორჯერ გვითხრა ქართულმა საზოგადოებამ, რომ სწორია ეს პოლიტიკა, რომ უარს ვამბობთ ყოველგვარ ლგბტ სიგიჟეზე და ვდგავართ ოჯახურ სიწმინდესა და ტრადიციებზე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სტრატეგიით, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი.
1760274870
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველს“: ერთი წამით გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუსმა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო - თქვენს ეთერში გასულ კადრზე რას იტყვით, რომ სუსმა ბეტონი დაალბო წინასწარ?
„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველის“ კადრს აზიარებს და პრეზიდენტის რეზიდენციასთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს პოსტით ეხმიანება. „კარგი, ვთქვათ, ერთი წამი...
1760272446
სპორტიესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო თავს გამართულად და თავდადებით იცავდა, მეკარე კი შესანიშნავად თამაშობდა
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვების (2:0) შესახებ ისაუბრა. „დანაკლისის მიუხედავად, საბე...
1760269326
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს - ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია, ტოპტვინები აშკარად შენელდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტის სასახლის ღობესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოსტს ეხმიანება. „საკუთარი მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარ...
1760266613
სპორტიგიორგი შერმადინი „მორაბანკ ანდორასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ლიგა ენდესას მეორე ტურში „ლაგუნა ტენერიფემ“ სტუმრად „მორაბანკ ანდორა“ 96-64 დაამარცხა. შერმადინმა კი 21...
1760265452
საზოგადოებაანა წითლიძე ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე: დაასახელოს მაშინ, თუ კონკრეტული ინფორმაცია აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელ ლიდერს გულისხმობს
ანა წითლიძე თამარ ჩერგოლეიშვილს უპირისპირდება და მოუწოდებს დაასახელოს, ნაციონალური მოძრაობიდან ის ადამიანი, ვინც ჩერგოლეიშვილის მტკიცებით უკმაყოფილო იყო, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით შეკრებე...