The Guardian - კაცი მილიონ ფუნტად: რატომ წაიყვანა ბორის ჯონსონმა უკრაინაში თავისი დონორი, რომელმაც მას 1 მილიონი ფუნტი გადაურიცხა?

„კაცი მილიონ ფუნტად: რატომ წაიყვანა ბორის ჯონსონმა თავისი დონორი უკრაინაში?”, - ამ სათაურით გამოცემა The Guardian სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია გაჟონილი დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ნათელს ჰფენს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას კრისტოფერ ჰარბორნთან.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 2023 წლის სექტემბერში ბორის ჯონსონი, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. მას თან ახლდნენ თანაშემწეები, დაცვა და კრისტოფერ ჰარბორნი, რომელმაც მას პირადად, 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაურიცხა. ეს თანხა, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი დონაციაა, რაც კი ოდესმე ინდივიდუალურად მიუღია პარლამენტარს.
ჰარბორნმა ეს თანხა ჯონსონის მიერ პრემიერობის შემდეგ შექმნილ კერძო კომპანიას გადაურიცხა. მიუხედავად ამისა, ჯონსონი და ჰარბორნი არ განმარტავენ, რატომ იყო ჰარბორნი მასთან ერთად ამ მაღალი დონის ვიზიტზე, ან რა როლი ჰქონდა. გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, ჰარბორნი უკრაინაში ვიზიტისას რეგისტრირებული იყო როგორც „მრჩეველი ბორის ჯონსონის ოფისიდან“.

მას მრავალმხრივი ბიზნესინტერესები აქვს - კრიპტოვალუტიდან სამხედრო ტექნიკამდე - და ის ასევე უდიდესი აქციონერია ბრიტანულ სამხედრო კომპანიაში, რომლის დრონები, სავარაუდოდ, უკრაინას მიეწოდება. ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს, იყენებს თუ არა ჯონსონი უკრაინასთან დაკავშირებულ აქტივობებს პირადი სარგებლისთვის, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჰარბორნმა მას 1 მილიონი ფუნტი გადაურიცხა.ჯონსონმა, The Guardian გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი სტატიები „რუსული ჰაკერული ოპერაციიდან მომდინარეობს“ და „სასირცხვილოა“. ჯონსონის პრემიერობის დროს, ჰარბორნმა კონსერვატიულ პარტიას 1 მილიონი ფუნტი შესწირა. ეს მჭიდრო ურთიერთობა კი გრძელდება, უკვე ბორის ჯონსონის ოფისის დონორის როლშიც. 2022 წლის ნოემბერში ბორის ჯონსონის აქტივობების რეგისტრში ჩაწერილია 1 მილიონი ღირებულების დონაცია მისი კომპანიისთვის ჰარბორნის მიერ. ეს თანხა არ ჩანს საარჩევნო კომისიის დონაციების ბაზაში, რომელიც რეგისტრირებულ პოლიტიკურ საქმიანობაზე არის განკუთვნილი. ეს აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ეს ჯონსონის შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით გაცემული თანხა ყოფილიყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760277514

საზოგადოება

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები შევიდნენ

ზავის ამოქმედების შემდეგ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათობით სატვირთო მანქანა შევიდა. ეს მას შემდეგ მოხერხდა, რაც ისრაელმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ცეცხლის შეწყვეტის შეთა...

ჰუმანიტარული დახმარებ

1760274870

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველს“: ერთი წამით გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუსმა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო - თქვენს ეთერში გასულ კადრზე რას იტყვით, რომ სუსმა ბეტონი დაალბო წინასწარ?

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველის“ კადრს აზიარებს და პრეზიდენტის რეზიდენციასთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს პოსტით ეხმიანება. „კარგი, ვთქვათ, ერთი წამი...

ზურაბ ქადაგიძეზურაბ ქადაგიძე

1760272446

სპორტი

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო თავს გამართულად და თავდადებით იცავდა, მეკარე კი შესანიშნავად თამაშობდა

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვების (2:0) შესახებ ისაუბრა. „დანაკლისის მიუხედავად, საბე...

ლუის დე ლა ფუენტე

1760269326

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს - ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია, ტოპტვინები აშკარად შენელდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტის სასახლის ღობესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოსტს ეხმიანება. „საკუთარი მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარ...

შალვა პაპუაშვილი

1760266613

სპორტი

გიორგი შერმადინი „მორაბანკ ანდორასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ლიგა ენდესას მეორე ტურში „ლაგუნა ტენერიფემ“ სტუმრად „მორაბანკ ანდორა“ 96-64 დაამარცხა. შერმადინმა კი 21...

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე