არჩილ გორდულაძე: რომ არ ემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პრევენციულად, რომ არ ემუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის შესაბამის დანაყოფებს, ჩვენს ქვეყანაში გამეორდებოდა 90-იანი წლები

რომ არ ემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პრევენციულად, რომ არ ემუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის შესაბამის დანაყოფებს, ჩვენს ქვეყანაში გამეორდებოდა 90-იანი წლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

„ადამიანები, რომლებსაც უსამშობლოებს ვუწოდებთ ხოლმე და ნამდვილად უსამშობლოები არიან, ძალადობრივი გზით მოახერხებდნენ, რომ დაემხოთ ხელისუფლება, გამოეყენებინათ ის სცენარი, რომელიც კარგად აპრობირებული აღმოჩნდა მაიდანის შემთხვევაში და საბოლოო ჯამში აგენტურა მოვიდოდა ხელისუფლებაში. ის აგენტურა, რომელიც ყველაფერზე მოაწერდა ხელს, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასა და ომის ქარ-ცეცხლის დატრიალებასაც კი. რაც გაუკეთებიათ კიდეც წარსულში, 2003-2012 წლებში.

გამზადებული ჰქონდათ და ჰყავდათ ერთის მხრივ, ადამიანები, რომლებიც უშუალოდ დამხობის მცდელობას სისრულეში მოიყვანდნენ, ანუ ფიზიკურად შეეწინააღმდეგებოდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასევე ჰყავდათ ადამიანები, რომლებიც იყენებდნენ იმ საბრძოლო მასალას, რომელიც გადამალული აღმოჩნდა სხვადასხვა ადგილას. მნიშვნელოვანია კავშირი ჰექსოგენთან დაკავშირებით, რომ ჰექსოგენიც ხომ არ უნდა ყოფილიყო ზუსტად ოქტომბერში გამოყენებული, რაზეც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ამავდროულად „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს, სხვადასხვა პოლიტიკანებს ჰქონდათ მესიჯბოქსი გამზადებული.

ერთმანეთს ემთხვევა ბევრი მოვლენა. პირველ შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელდასხმით გამოგზავნილი ჰექსოგენი ჩვენს ქვეყანაში, მეორე მხრივ უკრაინაში მებრძოლი კონკრეტული ადამიანი, რომელიც მობილიზებას ახდენს ასაფეთქებელი ნივთიერების და საბრძოლო მასალის. განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის ინტერესის დამაზიანებლად და ის მოვლენები, რომელიც 4 ოქტომბერს ვიხილეთ. ისევ და ისევ 2014 წლის მაიდანის გეგმა, რომელმაც იმუშავა და მოხდა რევოლუცია. ეს არის კითხვები, რომელზეც საგამოძიებო სამსახურმა უნდა იმუშაოს და მათი საქმიანობის შემდეგ ნათელი უნდა მოეფინოს ყველაფერს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760279241

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ლგბტ პროპაგანდა ბაღებში, სკოლებში, ბუნებრივია, რომ მიუღებელია ქართული და მათ შორის ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის

ევროკავშირის ახალ სტრატეგიას ხელოვნურად შექმნილ პროპაგანდას უწოდებენ „ხალხის ძალაში“. საპარლამენტო ოპოზიცია განმარტავს, რომ საქართველოსთვის თავსებადია კარგი ევროპული ტრადიციები, თუმცა დოკუმენტი, რომელ...

გურამ მაჭარაშვილი

1760278904

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ოქტომბრის საღამოს საათებიდან 13 ოქტომბრის დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, დროგამოშვებით ქარის გაძლი...

 წვიმა და ელჭექი

1760277514

საზოგადოება

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები შევიდნენ

ზავის ამოქმედების შემდეგ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათობით სატვირთო მანქანა შევიდა. ეს მას შემდეგ მოხერხდა, რაც ისრაელმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ცეცხლის შეწყვეტის შეთა...

ჰუმანიტარული დახმარებ

1760274870

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველს“: ერთი წამით გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუსმა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო - თქვენს ეთერში გასულ კადრზე რას იტყვით, რომ სუსმა ბეტონი დაალბო წინასწარ?

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველის“ კადრს აზიარებს და პრეზიდენტის რეზიდენციასთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს პოსტით ეხმიანება. „კარგი, ვთქვათ, ერთი წამი...

ზურაბ ქადაგიძეზურაბ ქადაგიძე

1760272446

სპორტი

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო თავს გამართულად და თავდადებით იცავდა, მეკარე კი შესანიშნავად თამაშობდა

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვების (2:0) შესახებ ისაუბრა. „დანაკლისის მიუხედავად, საბე...

ლუის დე ლა ფუენტე