გურამ მაჭარაშვილი: მინდა მივმართო ყველა იმ ელჩს, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს „ნაცმოძრაობას": რამდენი მოკლული შვილის მამა, დედა, რამდენი განადგურებული ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიაზე, რომ თავი დაანებოთ დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერას?

მე მინდა მივმართო ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს და ყველა იმ ელჩს, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას". რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიაზე, რამდენი მოკლული შვილის მამა, რამდენი მოკლული შვილის დედა, რამდენი განადგურებული ოჯახში ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილი და დაზიანებული ადამიანი, რამდენი ქონებაწართმეული ადამიანი - რამდენი უნდა მოვიდეს, გვითხარით ბატონებო, რომ თავი დაანებოთ „ნაციონალური მოძრაობის", როგორც დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერას? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერ ელჩებს კომისიის სხდომაზე, სადაც 2006 წელს ჩატარებული „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმის შედეგად მოკლული ახალგაზრდების მშობლებს უსმენენ.

მაჭარაშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩი წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ქადაგებდა და დღესაც იმავე პოზიციაზეა, ხოლო, გერმანიის ელჩი ხელისუფლების დემოკრატიას იწუნებს, შესაბამისად, საინტერესოა, წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებული ადამიანების რა რიცხვია საჭირო რომ მათ ამ რეჟიმის მხარდაჭერა შეწყვიტონ.

„სამწუხაროდ, არ სრულდება ადამიანები, რომლებიც არიან მსხვერპლი და რომელთა ოჯახის წევრები პირდაპირ გაანადგურა ხელისუფლებამ.კითხვა გვაქვს ჩვეულებრივი, კომისიის წევრის, პარლამენტის წევრის, მართალია კითხვებზე პასუხს არ სცემენ, მაგრამ, ვკითხოთ, მაგალითად, ევროკავშირის ელჩს, რომელიც პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ქადაგებდა წინასაარჩევნოდ და დღესაც იმავე პოზიციაზეა სამწუხაროდ, გერმანიის ელჩს, რომელიც გვიწუნებს დემოკრატიას და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის თურმე კარგი ოპოზიცია. უბრალოდ, ციფრი დაგვისახელონ, რამდენი უნდა იყოს, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ კომისიის ვადა არ ეყოფა იმას, რასაც ჩვენ ვუყურებთ. არ ეყოფა იმას, რომ ეს ადამიანები ბოლომდე მოვიდნენ და ამოვწუროთ ეს თემა." - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746209865

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას

დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...

ირაკლი კირცხალია

1746209118

ახალი ამბები

ქართული სპორტის ვარსკვლავები გულშემატკივრებს ქართველი ხელბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 8 მაისი, 17:00 საათი - „თბილისი არენის“ დარბაზში ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტა...

 ზურიკო დავითაშვილი

1746206929

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „თუ არა ორმაგი ს...

დავით მათიკაშვილი

1746204277

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

შოთა ბერეკაშვილ

1746202841

ახალი ამბები

გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა

სპეცოპერაცია გორში - ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული. დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები...

 საგამოძიებო სამსახურ