გურიის პოლიციამ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა. მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობით, მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1788243373
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: გავაგრძელებთ ყველა იმ კანონის მიღებას, რაც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული განვითარების ხარისხსა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას დასჭირდება
„ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას აქვს ინვესტიციების მოზიდვის დიდი ამბიცია და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება საკანონმდებლო საქმიანობისთვის“, - განაცხადა რეგიონული...
1788241298
საზოგადოება1-ელ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
დღეს, 1-ელ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართებ...
1788240674
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურ...
1788239367
საზოგადოებასაჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება
საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასე...
1788238758
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხ...



























