დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.

„ამას არასდროს ვიტყოდი, თუმცა პასუხია - დიახ [გამოვრიცხავ]. ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს... რა სულელური შეკითხვაა! ისინი სამხედრო თვალსაზრისით სრულად დამარცხებულნი არიან და ახლა მათ წინააღმდეგ ბირთვული იარაღი უნდა გამოვიყენო? რა სულელური შეკითხვაა“, - განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, წარსულში დონალდ ტრამპი ირანულ ცივილიზაციას განადგურებით ემუქრებოდა, თუმცა მას ამ კონტექსტში ბირთვული იარაღის გამოყენება არასდროს უხსენებია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788206651

ახალი ამბები

1-ელ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება

1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული ს...

პარლამენტი

1788204597

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება

„ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული...

ირაკლი კირცხალია

1788201515

ახალი ამბები

1-ელი სექტემბრიდან სასკოლო ფორმების რეალიზაცია დაიწყება

სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პ...

სასკოლო ფორმები

1788200002

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია - ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით

„ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვარი, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს...

ირაკლი კირცხალია

1788197430

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება

„ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით....

ირაკლი კირცხალია