აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკა მიიღებს ზომებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „აქებენ, ამართლებენ ან აკნინებენ“ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ბრიტანულ გამოცემას მაგალითად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის კრისტოფერ ლანდაუს პოსტი მოჰყავს, სადაც ის წერს, რომ „უცხოელებს, რომლებიც აქებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში არ მიესალმებიან“. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ლანდაუ აგრეთვე წერს, რომ მან საკონსულოებს დაავალა „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს.
ლანდაუ აგრეთვე სოციალურ ქსელ X-ის მომხმარებლებს მოუწოდებს, კომენტარებში შეატყობინონ ასეთი ადამიანების შესახებ.
ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა.
1757620171
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში - ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს
როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ტრაგედიაა...
1757618565
საზოგადოებაგედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“: ამათი არავისი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ PALITRA NEWS-ის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, სადა...
1757616318
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: უცხოელები, რომლებიც აქებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში მიუღებელნი არიან. გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ, მიამბეთ უცხოელების ამგვარი გამონათქვამების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში ხალხს სთხოვა შეატყობინონ იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას ამართლებენ....
1757612316
მსოფლიოაშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიურო...
1757610704
საზოგადოებაფილარმონიასთან აქცია მიმდინარეობს
რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიასთან აქციას მართავენ, რომელიც აქტივისტის მეგი დიასამიძის მხარდასაჭერად, 19:00 საათზე იყო დაანონსებული. მეგი დიასამიძე „ქართული ოცნები...