ინიციატივაა, რომ ტაქსებში მოწევა უნდა აიკრძალოს, რადგან თამბაქოს კვამლი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საქართველოში ავტომობილებსა და ტაქსებში მოწევის აკრძალვის ინიციატივას ეხმაურება.
"დაიწყო დიდი დისკუსია, რომ თითქოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი შედის წინადადებით, რომ აიკრძალოს ტაქსებში და საკუთარ მანქანებში. გეთანხმებით, რომ დიახ, შევდივართ. როცა კანონი იქნა მიღებული 2017 წელს, მაშინ დაიშვა ეს გამონაკლისი ტაქსებში მოწევის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამას. ახლა, დიახ, ინიციატივაა ის, რომ ტაქსებში არ უნდა ეწეოდეს არც მძღოლი, არც იქ მჯდომი იმიტომ, რომ ის ბოლი, რომელიც გროვდება გამონაბოლქვიდან თამბაქოსი, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობაზე, ამიტომ დიახ, ჩვენ ვართ ინიციატორი იმის, რომ ტაქსებში მოწევა არ უნდა იყოს. როცა ვჯდები ტაქსიში, ზოგიერთი კეთილმოსურნე მძღოლი გეკითხება, შეიძლება მოვწიო თუ არა. არ უნდა მოსწიოს მძღოლმა, როგორც მე არ უნდა მოვწიო. მე არ ვეწევი, მაგრამ მგზავრმა არ უნდა მოსწიოს", - ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, საკუთარ ავტომობილში მოწევის აკრძალვის ინიციატივა მხოლოდ იმ შემთხვევას ეხება, როდესაც მანქანაში ბავშვი ზის.
"ადამიანები შეჰყავთ შეცდომაში, რომ თითქოს ჩვენ ვკრძალავთ მოწევას საკუთარ მანქანებში. ჩვენ საკუთრებაში არ ვერევით, საკუთარ მანქანაში ვისაც უნდა მოწიოს, მაგრამ არ შეიძლება მოსწიონ იგივე საკუთარ ან სხვა მანქანაში თუ იქ ზის არასრულწლოვანი იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ბავშვებზე, ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებზე. თუ იქ ზის ბავშვი და მოზარდი, არასრულწლოვანი, იქ არ შეიძლება, დიახ, ამ წინადადებით შევდივართ, მაგრამ თუ თქვენ მარტო მგზავრობთ და ეწევით თქვენს მანქანაში, იქ ამას არავინ არ დაგიშლით", - განაცხადა გამყრელიძემ.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























