ირაკლი ჭეიშვილი: საქართველოზე მომაგრებული კონკრეტული ჯგუფის მიერ დაგეგმილი სცენარით მოქმედებდა ჩვენი ადგილობრივი ე.წ. ოპოზიცია, ამიტომ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში მეხუთედ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჭეიშვილის შეფასებით, ქვეყანაში 4 ოქტომბერს განვითარებული პროცესები, გარე ძალების მხრიდან არის პროვოცირებული. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია სწორედ მათი სცენარით მოქმედებდა.

„თავიდან ბოლომდე, ნებისმიერი დეტალი არის დაგეგმილი ასე ვთქვათ საქართველოზე მომაგრებული კონკრეტული ჯგუფის მიერ. მათი დაგეგმილი სცენარით მოქმედებდა ჩვენი ადგილობრივი ე.წ. ოპოზიცია, სინამდვილეში კი ჩვენი ქვეყნის მტრები. ამიტომ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში მეხუთედ“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ჯამში 44 პირია დაკავებული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760088546

საზოგადოება

კახა კალაძე აქციების შესახებ: რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე

როგორც კი სახელმწიფომ აჩვენა ძალა, გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნენ, გადაბრალება დაიწყებს, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ძალადობაში და მანამდე აგორებულ ბინძურ პრო...

კახა კალაძე

1760087682

ახალი ამბები

მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია ბაჩანა ახალაია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მ...

ბაჩანა ახალაია

1760086320

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ყოველთვის გახსნილი ვართ საუბრისთვის მიუხედავად იმისა, თუ როგორი რადიკალები სხედან მაგიდის მეორე მხარეს არის ეს ლევან ხაბეიშვილი, რასა იუკნევიჩიენე

„ყოველთვის გახსნილი ვართ საუბრისთვის მიუხედავად იმისა, თუ როგორი რადიკალები სხედან მაგიდის მეორე მხარეს არის ეს ლევან ხაბეიშვილი, რასა იუკნევიჩიენე“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვ...

შალვა პაპუაშვილ

1760086272

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილის რუსთაველის გამზირის ყოველდღიურ გადაკეტვაზე: რა თქმა უნდა ეს პრობლემაა, როდესაც სახელმწიფოს დამამხობლები ბედავენ კიდევ, რომ დისკომფორტი შეუქმნან დედაქალაქის მოქალაქეებს. სახელმწიფო მეთოდურად უდგება ამ საკითხს

ისე, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნათ, ამ ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე. ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და საზოგადოების მშვიდობიანი განვითარება. რამდენიმე ასეულ რადიკალს არ მი...

შალვა პაპუაშვილი

1760085890

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: მზია ამაღლობელი არა პრესის თავისუფლებისთვის არამედ, სახელმწიფოზე სილის გაწვნისათვისაა დაჯილდოებული - სწორედ ლიბერალური ფაშიზმის მთავარი „ნარატივია“ - ვინც ჩვენი არ არის ის უნდა „ჩაირეცხოს“

100%! მზია ამაღლობელი არა პრესის თავისუფლებისთვის არამედ, სახელმწიფოზე სილის გაწვნისათვისაა დაჯილდოებული, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის წევრი“, ზურაბ ქადაგიძე, „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახუ...

ზურაბ ქადაგიძე