შალვა პაპუაშვილი: ყოველთვის გახსნილი ვართ საუბრისთვის მიუხედავად იმისა, თუ როგორი რადიკალები სხედან მაგიდის მეორე მხარეს არის ეს ლევან ხაბეიშვილი, რასა იუკნევიჩიენე

„ყოველთვის გახსნილი ვართ საუბრისთვის მიუხედავად იმისა, თუ როგორი რადიკალები სხედან მაგიდის მეორე მხარეს არის ეს ლევან ხაბეიშვილი, რასა იუკნევიჩიენე“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ ხვდებიან ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციას, რომელიც საქართველოში იმყოფება.
„თუ ვინმეს შეხვედრის სურვილი აქვს, მობრძანდნენ პარლამენტში და შევხვდებით. არ ვიცი კონკრეტულად რა დელეგაციაა და ვინ არიან საერთოდ. ჩვენ და პრემიერ-მინისტრმა ეს არაერთხელ განაცხადა, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის სახელით მზად არის შეხვდეს შესაბამის მხარეს და ვხედავთ, რომ ამაზე გამაყრუებელი სიჩუმეა. საუბრის ეშინია მტყუან მხარეს და ბრიუსელი დღეს არის მტყუანი საქართველოსთან მიმართებით.
სინამდვილეში ჩვენი მთავარი ძალა არის ჩვენს სიტყვასა და არგუმენტებში. ყოველთვის გახსნილი ვართ საუბრისთვის მიუხედავად იმისა, თუ როგორი რადიკალები სხედან მაგიდის მეორე მხარეს არის ეს ლევან ხაბეიშვილი, რასა იუკნევიჩიენე. მზად ვართ, რომ ყველას ვესაუბროთ ყველანაირ ფორმატში, რადგან ვიცით ჩვენი სიმართლე. სინამდვილეში ზუსტად ისინი არიან, ვინც თავს არიდებენ ამგვარ საუბარს, რადგან ეშინიათ.
ყველაზე დიდი შიში, რაც დღეს ბრიუსელს აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის სიტყვის შიში. მათ ჩვენი მართალი სიტყვის ეშინიათ. ბრიუსელი იკეტება, არ იმჩნევს იმიტომ, რომ იცის, როგორც კი აღმოჩნდება ქართველი ხალხის სიმართლის პირისპირ, იქვე დამარცხდება მათი ცრუ ნარატივი, რომელიც არ ვიცი რომელი სახელმძღვანელოდან, მაგრამ ფაქტია რაღაც სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდანაა ნაკარნახევი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1760102170
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7125 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1760101562
ახალი ამბებიბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული
ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე თითქმის...
1760100956
საზოგადოებაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დღეს, 10 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩა N75-ის მიმდებარედ, ჯირჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილ...
1760099662
საზოგადოებაკულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირით...
1760098463
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წა...