კახა კალაძე აქციების შესახებ: რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე

როგორც კი სახელმწიფომ აჩვენა ძალა, გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნენ, გადაბრალება დაიწყებს, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ძალადობაში და მანამდე აგორებულ ბინძურ პროპაგანდაში, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან საპროტესტო აქციების და უშუალოდ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
კახა კალაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის თავადაც, აფრთხილებდნენ ყველას, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები, რადგან ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება.
„რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ 4 ოქტომბერს ვნახეთ კონკრეტული მცდელობა იმ დაანონსებული ხელისუფლების დამხობისა, რაზედაც ჰქონდათ ერთგვარი კამპანია აგორებული. ამ კამპანიაში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული ადგილობრივი ელჩები. ყველა ხვდება, რომ აღნიშნული პროცესები ქვეყნის გარედან იმართება, ფინანსდება, მათ ჰყავთ პატრონები, ისინი აძლევენ მითითებებს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა ეს დანაშაული და არავის მისცა საშუალება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. ყველა დამნაშავეს შესაბამისი პასუხი გაეცემა.
გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას რაც შეეხება, აქ პროფესია არაფერ შუაშია. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ზოგადად, ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ. ამ საკითხზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, მეც არაერთხელ ვისაუბრე. არ გაითვალისწინეს. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ვის ეკისრება უშუალო პასუხისმგებლობა არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებზე, კახა კალაძის თქმით, რაც არ უნდა გაემიჯნონ პროცესებს, ყველა პასუხისმგებელია, ვინც ჩართული იყო, როგორც უშუალოდ საპროტესტო აქციაში, ასევე მანამდე აგორებულ კამპანიაში.
„აბსოლუტურად ყველა პასუხისმგებელია, რაც არ უნდა გაემიჯნონ და რაღაც განცხადებები აკეთონ. როგორც კი სახელმწიფო დადგა ისე, როგორც საჭიროა, აჩვენა ძალა, დაიცვა კანონი, ისინი გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნენ, ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყებს. მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ძალადობაში, ბინძურ პროპაგანდაში და გარე ძალებს, ვინც ამას უშუალოდ ხელს უწყობდა და ახალისებდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1760102170
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7125 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1760101562
ახალი ამბებიბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული
ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე თითქმის...
1760100956
საზოგადოებაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დღეს, 10 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩა N75-ის მიმდებარედ, ჯირჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილ...
1760099662
საზოგადოებაკულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირით...
1760098463
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წა...