ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ
მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ოპოზიციის აქცია იდგა „მხოლოდ და მხოლოდ დაკვეთაზე და ბინძურ დაფინანსებაზე“.
„იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც რაღაც კუთხით თავიანთ პატრონებთან, დირიჟორებთან ერთად ცრუ აღქმებით, ცრუ სცენარებით შეიყვანეს შეცდომაში და რა ქნეს შემდეგ? - ფაქტობრივად, ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითოეული მათი ქმედებით, რაც დღეს ძალიან კარგად განიმარტა, სწორად და თანმიმდევრულად, მოპოვებული მანდატები, რომელიც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, უბრალოდ დახიეს და გააუქმეს, ის ნდობა გაანულეს“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი შემდეგ პარლამენტში შევიდა, თუმცა საქმიანობა ისევ არაღიარებითა და დესტრუქციით გააგრძელეს.
კირცხალიამ აღნიშნა, რომ ხუთი აგენტურული დანაყოფის ერთობლივად ორგანიზებულ აქციაზე როდესაც იკრიბება იმ რაოდენობის ხალხი, რაც გუშინ იყო, ეს მათთვის ახალი არ არის.
1793026872
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა
იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. მანამდე პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით...
1793022786
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე, ჩატარდა 9 არჩევნები, ოპოზიციამ შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე, მთელ რიგ შემთხვევებში, უარი თქვა და ამ გზით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციური პარტიების მიერ საქართველოს კონ...
1793021748
ახალი ამბებიმაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან მოისმინა დეტალური ინფორმ...
1793020413
საზოგადოებაფოთში ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან...
1793020158
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5971 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...



























