ირაკლი კირცხალია საიას სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
თითოეული კანონი, რომელიც ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
კერძოდ, საუბარია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე. გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, ცვლილებებით ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ.
ირაკლი კირცხალიას თქმით, ნებისმიერი პატრიოტი, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ და მან მისი ხმით წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში, ის რამდენიმე დღით მაინც, ან ერთი კვირით უნდა იმყოფებოდეს თავის ქვეყანაში.
„ორად გავყოფ თქვენს კითხვას. მეორე ნაწილით დავიწყებ - თუ რას ვფიქრობ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხისგან. არ მიმაჩნია სწორად პოლიტიკოსმა პოლიტიკური ტრიბუნიდან, ამ შენობიდან სასამართლოს მიმართ რაიმე მოლოდინებზე ისაუბროს. არც ვიზამ ამ ყველაფერს, ვინაიდან ეს შესაძლოა ძალიან მკაფიოდ ჩაითვალოს რაიმე კუთხით პოლიტიკურ მოწოდებად. არასწორად მიმაჩნია პროგნოზების გაკეთება. მათი კონსტიტუციური უფლებაა, შეიტანეს სარჩელი და დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.
ზოგადად, რაც შეხება თემას, ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც ეს კანონი ინიცირდებოდა, თუ რა განცხადებები მოჰყვა ამ ყველაფერს ე.წ. ოპოზიციის მხრიდან. კიდევ ერთხელ გავახსენებ ჩვენს საზოგადოებას, თუ რა საჭიროება იყო. თითოეული კანონი, რომელიც ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. განსაკუთრებით ბოლო წლებში, ვაკვირდებით უპრეცედენტო ჩარევას სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებთან მიმართებით, კონკრეტულად ბრიუსელის ჩარევას, არაერთ შემთხვევაში ჩვენს თავზე გამოვცადეთ პირდაპირი თავდასხმები. დამერწმუნეთ, არ შენელებულა ეს თავდასხმები ე.წ. დიფ სთეითის მხრიდან და მათ მიერ ხელდასხმული აგენტურისგან, ზოგი პოლიტიკოსად წოდებული და ზოგი იმ არარჩეული ბიუროკრატის სახით. ჩვენ, რა თქმა უნდა, იქ სადაც შესაძლოა იყოს ყველაზე მეტი ზეგავლენა, იქ, სადაც რეალურად არ არსებობს რეალობის აღქმა, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ დავსვით საკითხი ძალიან მარტივად, ნებისმიერი პატრიოტი, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ და მან მისი ხმით წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში, არჩევნებში, ასეთ საპასუხისმგებლო დღეს და ამ მოვლენაში მიიღოს მონაწილეობა, ის რამდენიმე დღით მაინც, ან ერთი კვირით უნდა იმყოფებოდეს აქ, თავის ქვეყანაში. რეალურად შეიტყოს, ნახოს რა ხდება, რა ვითარებაა თავის ქვეყანაში. არა რომელიმე ზეგავლენის ჯგუფების ქვეშ, ან არა რომელიმე სოციალური ქსელების, ბაბლების მეშვეობით. ასე, რომ ეს კანონი, კიდევ ერთხელ, შეგნებულად არ ვამბობ და არც დავასახელებ ქვეყნებს, სად შეიძლება იყოს. სადღაც აპრობირებულია, სადღაც არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც მთავარია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი. ასე, რომ დაველოდოთ რა პასუხი ექნება სარჩელს“, - აღნიშნა მან.
1776173193
მსოფლიომაკრონმა ტრამპთან და ირანის პრეზიდენტთან ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე თავის ამერიკელ და ირანელ კოლეგებთან, დონალდ ტრამპთან და მასუდ პეზეშკიანთან ისაუბრა. ამის შესახებ მან სო...
1776172796
ახალი ამბებიმამარდაშვილის „ლივერპული“ დღეს კვარცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს
ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართება, რა დროსაც ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კვლავ დაუპირისპირდებიან. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ ხვიჩა კვ...
1776172306
ახალი ამბებიშსს-მ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისთვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატ...
1776172134
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1776171851
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: უსამართლობის სიმბოლო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოპოზიციიდანაც იმავე დისკრიმინაციულ რიტორიკას აგრძელებს, პოლიტიკური როლის ცვლილება მხოლოდ დეკორაციაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან გარკვეული პოლიტიკური ძალები...




























