ირაკლი კირცხალია: ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა ეს დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან

ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

კითხვაზე - ვისი სურვილია, რომ საქართველო პროირანულ ძალად წარმოაჩინოს და რა არის ოპონენტების გათვლა, რა შედეგი უნდა მოიტანოს ამ დეზინფორმაციულმა კამპანიამ?, - კირცხალიამ უპასუხა, რომ „იმის სურვილია, ვინც ცდილობდა, რომ საქართველო პრორუსულ ძალად წარმოეჩინა 2022 წლის შემდეგ“.

მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ.

„სრულიად მერკანტილური ინტერესები აქვთ, მათი ერთადერთი ინტერესია, პირნათლად შეასრულონ დავალებები. მიყვებიან სცენარს, რაშიც გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ. ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა. საუბრობდნენ ყულევის პორტის დასანქცირებაზე, მათ შორის მათი ერთ-ერთი პატრონის წარმომადგენელი, გერმანიის ელჩი ამას ძალიან სერიოზულად და გულის ტკივილით ქადაგებდა, თითქოს ჩვენ ქვეყანაზე შესტკივა გული. ზუსტად იგივე მეორდება ერთი წლის ჭრილში“, - აღნიშნა მან.

ამასთან, კირცხალიამ უპასუხა კითხვას - რატომ გახდა ყულევის პორტი სამიზნე?

„ერთ-ერთი სტრატეგიული, მთავარი ობიექტია ჩვენი ქვეყნისთვის. სერიოზული, ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტია და რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაარტყამენ ამას. დღეს ვხედავთ რა ხდება ევროპაში, რა გამოიწვია ამ სიტუაციამ - [ფასების] კატასტროფული ზრდა ენერგომატარებლებზე. როდესაც ბრიტანეთის ელჩი აცხადებდა, რომ ევროპაში პირობითად ათჯერ გაძვირებულ გადასახადს იხდიან მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეებმა რატომ არ უნდა გაიზიაროს ეს ბედიო, ჩვენი პოზიცია მკაფიო იყო - გამორიცხულია, არ გავაკეთებთ იმას, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი იხადოს საწვავში, 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი იხადოს კომუნალურ გადასახადებში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს.

ყოველთვის ვამბობთ, რომ ქვეყანა სანამ ეკონომიკურად მდგრადი და სტაბილურია, სადაც მშვიდობის პოლიტიკა აქვს ხელისუფალს, იქ ძალიან რთულია აგენტურის მოქმედება, აგენტურის არეალი მაქსიმალურად შეზღუდულია. იმიტომ რომ საზოგადოება ცხოვრობს მშვიდად, ჩვეულებრივად ცხოვრობს დღეს საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით დღეს როდესაც ცეცხლი ალშია გახვეული საქართველოს ირგვლივ თითქმის ყველა ქვეყანა. რა თქმა უნდა პირველი გირტყამენ იქ, სადაც მოწყვლადობა არის საწყისი იმ გადატრიალების, რევოლუციური სცენარის, რისი დაკვეთაც არის პირდაპირ, რასაც არა მხოლოდ აქაური აგენტურის ხელით აკეთებენ, არამედ პირდაპირ არიან თავად ჩართული“, - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791967550

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა

საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, პრევენციულად იყოს დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტი...

დავით მათიკაშვილმა.

1791964853

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ

„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...

არჩილ გორდულაძე

1791964815

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს

„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი

1791963135

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...

ზურაბ ქადაგიძე

1791962485

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს

მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...

მაკა ბოჭორიშვილი